ეგვიპტეში ფარაონების 22 მუმია კაიროს ახალ მუზეუმში გადაიტანეს. ხოლო, გადატანის პროცესი ეფექტურ შოუდ აქციეს.
18 მეფის და 4 დედოფლის მუმია ეგვიპტის ძველი ეროვნული მუზეუმიდან ახალ ეროვნულ მუზეუმში, საზეიმოდ, გადაიტანეს. გადატანის პროცესს კი, ქალაქის ქუჩებში შეკრებილი, ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
თითოეული მუმია, მდიდრულად მორთული, დამკრძალავი ფორანით გადაადგილდებოდა, რომელსაც კორტეჟად, საბრძოლო ეტლებში შეკაზმული ცხენები მიჰყვებოდნენ. გარდა ამისა, აღლუმი სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაწერილი მუსიკის ფონზე გაიმართა.
კაიროს ქუჩებში პირველმა 17-ე დინასტიის ფარაონმა სეკენენრა ტაა II «ჩაიარა», ხოლო მას, ქვეყნის მართვის ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, სხვა ფარაონების მუმიები მიჰყვნენ, მათ შორის რამსეს II (რომელმაც ისტორიაში პორველმა მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და ხელისუფლების სათავეში 67 წელი იყო) და დედოფალი ჰატშეფსუტი — პირველი ქალი მმართველი ძველ ეგვიპტეში. ხოლო, პროცესია რამსეს IX მუმიამ დაასრულა.
ახალი მუზეუმის ზღურბლთან კი, წარსულის მეფეებს ეგვიპტის ამჟამინდელი პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ხალილ ალ-სისი დახვდა.
«ფარაონების ოქროს აღლუმი» ეგვიპტის მთავრობას რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა. ხოლო, მუმიებს ახალი მუზეუმის სამეფო დარბაზში განთავსებენ, რომელიც ლუქსორის მეფეთა ხეობის მიხედვით არის დაპროექტებული.
ახალი მუზეუმი ოფიციალურად 18 აპრილს გაიხსნება და ეგვიპტის მთავრობას, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ტურიზმის გამოცოცხლების დიდი იმედი აქვს, რომელიც ქვეყნის შემოსავლის ერთ–ერთი ძირითადი წყარო არის.