საზოგადოებრივი ებრაელები ძველ ეგვიპტეში არასდროს ყოფილან — ამტკიცებენ არქეოლოგები 2021, 24 მარტი, 10:48 ებრაელმა არქეოლოგმა და თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ზევ ჰერცოგმა (Ze’ev Herzog) განცხადებით: «მიღებული იქნა არქეოლოგიური მტკიცებულება, რომლიც ებრაელების ძველ ეგვიპტეში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს». ეს ნამდვილად რომ, შოკისმომგვრელი განცხადება იყო, რადგან აქ საუბარი მხოლოდ იმაზე კია არ არის, რომ ბიბლიური სასწაულები არასდროს მომხდარა, არამედ გამოდის, რომ ებრაელი ხალხის ისტორიის დიდი ნაწილი — ფიქციაა... და მეცნიერი არ ცრუობს! სინამდვილეში, ებრაელების ეგვიპტეში ყოფნის, ან მათი უდაბნოში მოგზაურობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, ეს ფაქტი არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ ისინი იქ მართლაც ყოფილიყვნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ისტორიკოსი ჰერცოგის აზრს არ იზიარებს. მათ პოზიციას კი ის ამყარებს, რომ არსებობს ჩანაწერები, ეგვიპტეში ქანაანელი მონების ყოფნის შესახებ და ასევე, ძვ. წ. აღრ. IV ს. არაებრაულ წყაროებში, მოსეს შესახებ ისტორიების სხვადასხვა ვერსიებია დაფიქსირებული.
ამრიგად, არქეოლოგიური გათხრების და კვლევის შედეგების მიხედვით, ებრაელი ხალხის ისტორიაში არ ყოფილა ბიბლიური პერიოდი, არ ყოფილა ეგვიპტიდან გამოსვლა და სინის უდაბნოში მათი 40 წლის მანძილზე მოგზაურობის პერიოდი... მეცნიერება უკვე დიდი ხანია რაც ეჭვქვეშ აყენებს ძველ აღთქმას, როგორც ისტორიული დოკუმენტის ინტერპრეტაცია და ამ ფონზე, კიდევ ერთ სენსაციად, ასურეთის მეფის ასურბანიფალის (ძვ. წ. აღრ. 669 – დაახლოებით, 633 წწ.) ლურსმული დამწერლობის ბიბლიოთეკა გახდა, რომელშიც 30 000-მდე თიხის ფირფიტა არის დაცული.
გარდა ამისა, ძველ აღქმაში დაფიქსირებული ათი უმთავრესი კანონი, რომელიც ბიბლიის მიხედვით, სინას მთაზე, მოსემ ღმერთისგან მიიღო და ებრაელ ხალხს გადასცა (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ, 19:10-25), ბაბილონის მეფის ხამურაბის (ძვ. წ. აღრ. 1792 – 1750 წწ.) კანონში, დაახლოებით, 200 წლით ადრე, უკვე ჩაწერილი იყო.
2. «ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო» – აცხადებენ მეცნიერები 4. მესამე სქესი, ღალატი, მდიდარი კურტიზანები... – როგორ ერთობოდნენ ძველად ინდოეთში 5. 10 ქვეყანა, რომლის რეალური სახელი საყოველთაოდ მიღებული სახელისგან განსხვავდება 6. პიროვნების კულტის დასასრულის დასაწყისი — ბრალდებები, რომელიც სტალინს წაუყენეს 776 9-ს მოსწონს
|