x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
პიროვნების კულტის დასასრულის დასაწყისი — ბრალდებები, რომელიც სტალინს წაუყენეს

სტალინის გარდაცვალებამ მადა, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველ ბევრ პოლიტიკოს გაუხსნა... თუმცა, ამავდროულად, მათ ესმოდათ, რომ ქვეყანაში მოსაგვარებელი უამრავი პრობლება იყო. იმ მომენტისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდა სოფლის მეურნეობა, მასობრივი რეპრესიების და სხვა ეროვნული საკითხები.
პირველ ეტაპზე, ამინისტიებით გულაგების დაცლა დაიწყო. მაგრამ, სტალინის პიროვნების კულტის დამსხვრევამდე, ჯერ ჯიდევ დიდი დრო იყო...


imageimage1953 წელს დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს ბერია, მალენკოვი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მთავარ პოზიციაზე ხრუშჩოვი აღმოჩნდა. სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო პიროვნების კულტის განადგურება. ხოლო, აღნიშნულ პროცესში კულმინაციური, 1956 წელი გახდა: ჩამოხსნეს ყველა პლაკატი და ბანერი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, სახელები გადაარქვეს ყოფილი ბელადის სახელობის ქალაქებს, ქუჩებს, პარკებს, სკვერებს, კულტურის სახლებს... ხოლო, გაზეთები აჭრელდა ინფორმაციით, რომელიც ადრინდელს არ ჰგავდა.

სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა, რომელზეც მოხსენებით ხრუშჩოვი გამოვიდა, ქვეყნისთვის ათვლის ახალი წერტილი იყო, რომლიდანაც სტალინის «დეკულტივირება» დაიწყო. მოხსენება საფუძვლიანად იყო მომზადებული (შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც სტალინის დროინდელ, მასობრივი რეპრესიების შესახებ, ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა ევალებოდა). ხრუშჩოვი ხვდებოდა, რომ არასაკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სტალინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ცოცხალი აღარ იყო, თავად მას შემოუბრუნდებოდა.
არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, გულაგის პატიმრების უმრავლესობა, უდანაშაულო იყო და სასჯელს უსაფუძვლო, გაყალბებული საქმეების გამო იხდიდა. ხრუშჩოვის მოხსენება რამდენიმე თეზისს და სტალინის მიმართ რამდენიმე ბრალდებას შეიცავდა. მათ შორის იყო:
• სამოქალაქო ომში მონაწილე პირების უმრავლესობის რეპრესია.
• ფალსიფიცირებული ბრალდებებით, ქვეყანაში მასობრივი ტერორის მოწყობა.
• ქვეყანაში ადამიანთა ბრალდების და დახვრეტის გეგმის შესრულება.
• ტერმინის – «ხალხის მტერი», საყოველთაოდ და ბოროტად გამოყენება.
• მეორე მსოფლიო ომში საკუთარი როლის გადაჭარბებულად წარმოჩენა.
• ხალხების დეპორტაცია.
• პიროვნების კულტის უკომპრომისო ჩვენება – საკუთარი სახელის ქალაქებისთვის, ქუჩებისთვის და სხვა ობიექტებისთვის დარქმევა.
• დოკუმენტი, საბჭოთა მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების არ არსებობის ბრალდებით სრულდებოდა.

ხრუშოვმა ამგვარი საქციელით, მთელი პასუხისმგებლობა, უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა უარყოფითი შედეგისთვის ბრალი სტალინს დააკისრა. თუმცა, სტალინი ერთადერთი პოლიტიკოსი არ იყო, რომელიც იმ დროს გადაწყვეტილებებს იღებდა... და რადგან იმ დროინდელ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ცოდვების «ჩამორეცხვის» საშუალება მიეცა, ნ. ხრუშჩოვის მოხსენებას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა.

imageimageimageimageimageimageimage






4
578
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
578
  
2021, 25 მარტი, 16:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 25 მარტი, 16:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 25 მარტი, 11:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 25 მარტი, 7:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4