ისტორიკოსებს და არქეოლოგებს, ძველ ეგვიპტესთან მიმართებაში, კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ — ჯერ მარტო სფინქსს საიდუმლოები, არაერთ ხმაურიან აღმოჩენას ეყოფა. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, უფრო იდუმალი ფენომენი, — ქვეყანა პუნტი, რომლიდანაც ძველი ეგვიპტელების რწმენით, მათი ღმერთები მოვიდნენ.
ძველი სავაჭრო ექსპედიციები
ატლანტიდისგან განსხვავებით, ეს «მითიური» ქვეყანა რეალურად არსებობდა, რაშიც ისტორიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ. ოდესღაც, პუნტი აღმ. აფრიკის რეალურად არსებული რეგიონი, თუ ქვეყანა იყო. იქ სავაჭრო ექსპედიციები ხორციელდებოდა და ჩამოჰქონდათ ყველაფერი, რაზეც უდაბური ეგვიპტის მოსახლეობას, მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. აღმოსავლეთის ოაზისიდან ეზიდებოდნენ იშვიათი შავი ხის მერქანს, სპილოს ძვალს, ოქროს, ჯიქის ტყავს და ცოცხალ საქონელს — მონებს და მოთვინიერებულ მაიმუნებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახეობის საქონელი ჩაჰქონდათ პუნტიდან ეგვიპტეში, ქრონიკების სახით, ტაძრების და სასახლეების კედლებზე არის დაფიქსირებული.
პალერმოს ქვის ფრაგმენტი
ხოლო, ყველაზე ძველი წყარო, რომელშიც ეს ქვეყანა არი ნახსენები, ძველი წ. აღრ. XXVI საუკუნით არის დათარიღებული და პალერმოს ქვის 7 ფრაგმენტიდან, ერთ-ერთზე არის დაფიქსირებული. ამ დოკუმენტში საუბარია პირველ სავაჭრო ექსპედიციაზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. XXV საუკუნეში, ფარაონი საჰურას მმართველობის დროდ ჩატარდა და რომლის ინიციატორი თავად ფარაონი იყო. როგორც ირკვევა, მაშინ ეგვიპრელებმა პუნტიდან გემებით ოქრო და სხვა ძვირფასი საქონელი წამოიღეს, რომელთა შორის «80 ათასი შეკვრა მური (არომატული გუმფისი)» იყო.
დედოფალი ჰატშეფსუტის ტაძარი დეილ-ელ-ბაჰრიში
შემდეგ საუკუნეებში, პუნის მიმართულებით, სავაჭრო გემებით მოგზაურობა არ შეწყვეტილა და უფრო მეტიც, ქვეყნებს შორის მი-მოსვლა უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, სპეციალური არხიც კი გაიყვანეს, რომელიც ნილოსს წითელ ზღვასთან აკავშირებდა. ეს ფარაონი სენუსერტ III მმართველობის დროს, ძვ. წ. აღრ. 1878-1841 წწ. მოხდა.
პუნტის სავაჭრო ექსპედიციებში, ყოველ ჯერზე, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და ალბათ, ეს ამად ღირდა. რადგან ამ ექსპედიციების შესახებ, ძველი ტაძრების კედლებზე არაერთი ფრესკა არის შემორჩენილი.
ექსპედიციის გემი დედოფალი ჰატშეფსუტის ტაძარის კედელზე
პუნტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის მცდელობა
საოცარია, რომ პუნტის მიმართულებით, განხორციელებული არაერთი სავაჭრო ექსპედიციის მიუხედავად, დღეს, მათი საბოლოო გეოგრაფიული პუნქტის დადგენა, არც ისე ადვილია. ტერიტორია, რომელზეც პუნტი შეიძლება ყოფილიყო, მთელს აღმოსავლეთ აფრიკას მოიცავს და ზოგიერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ის შეიძლება, კონტინენტის სამხრეთ ნაწილშიც ყოფილიყო — არსებობს ვერსია, რომ მოგზაურობის დროს, ეგვიპტელი მეზღვაურები კეთილი იმედის კონცხამდეც კი ჩადიოდნენ.
პუნტი, სავარაუდოდ, აღმ. აფრიკაში მდებარეობდა
გავრცელებული აზრის თანახმად, უძველესი ქვეყანა სომალის ნახევარკუნძულზე, წითელი ზღვის სანაპიროსთან უნდა ყოფილიყო. ნაკლებად პოპულარული თეორიის მიხედვით კი, პუნტი დღევანდელი ეთიოპიის, კენიის ან ზიმბაბვეს ადგილზე იყო.
არაფერია ცნობილი იმის შესახებაც, თუ როგორ ცხოვრობდა პუნის მოსახლეობა. ერთადერთი რაც დეილ-ელ-ბაჰრის ტაძრის ბარელიებფმა შემოგვინახა ის არის, რომ მამაკაცები იმ ქვეყანაში, მოკლე თმას და წვეტიან წვერს ატარებდნენ და კიდევ, ქვეყნის ერთ-ერთი ბელადის სახელი.
ბელადი ფარეხის და მისი მეუღლის გამოსახულება
მითების და ლეგენდების გაჩენა
მეცნიერებისთვის ცნობილი ექსპედიციებიდან, ბოლო, ძვ. წ. აღრ. XII ს. რამსეს III მმართველობის დროს განხორციელდა. პაპირუსი, რომელიც სწორედ იმ პერიოდით თარიღდება, გვამცმობს, თუ როგორ «აივსო ღმერთების ქვეყანაში გემები საქონლით, რომელთა შორის იყო პუნტის მური და უთვალავი საკმეველი».
შემდეგ, სავაჭრო ექსპედიციები შეწყდა, რაც ეგვიპტეში მესამე გარდამავალ პერიოდს (ძვ. წ. აღრ. 1075–664 წწ.) და შიდა კრიზის უკავშირდებოდა. თანდათანობით, ისტორიები პუნტის შესახებ, ლეგენდებში გადაიზარდა და ეს მიწა, ძველი ეგვიპტელების რწმენაში, მათი ღმერთების სამშობლოდ დარჩა. თუმცა, არც მეცნიერები უარყოფენ იმ თვალსაზრის, რომ ეგვიპტელები ნილოსის სანაპიროებთან, შეიძლება, უძველესი პუნტიდან მისულიყვნენ.
ეგვიპტის გვიანი პერიოდის (ძვ. წ. აღრ. 664–332 წწ.) დაწყების მომენტისთვის, ლეგენდამ პუნტის შესახებ, სრულიად დაკარგა კავშირი სავაჭრო ექსპედიციების რეალურ ისტორიებთან და დღეს რამის გაგება, აფრიკის ოაზისებში დაკარგული ქვეყნის შესახებ, ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს და მისი ამოხსნა, მხოლოდ არქეოლოგიური გათხრებით არის შესაძლებელი. მაგრამ, სომალიში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა.
პუნტში განხორციელებული ბოლო ექსპედიციის ფრესკა
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ქვეყანა, დღემდე დიდი ისტორიულ გამოცანად რჩება. როგორც ის, თუ რატომ მოხდა, რომ ეგვიპტელები, რომლებიც საკმაოდ აგრესიულები იყვნენ მეზობელი ქვეყნების მიმართ და მათ კოლონიზაციას ცდილობდნენ, პუნტთან მშვიდობიანი სავაჭრო ურთიერთობა შეინარჩუნეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე არ მოუღწევია ინფორმაცია ქვეყნებს შორის საომარი დაპირისპირების შესახებ და სავარაუდოდ, ასეთი რამ არც მომხდარა.