x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წიგნი, ავტომობილი, ბრილიანტი... – ყველაზე ძვირად ღირებული 6 რამ მსოფლიოში

ვაჭრობისა და ფულის სამყაროში, მიჩვეულები ვართ, ნივთების, ობიექტების და ადგილების ღირებულების, ფასის მიხედვით შეფასებას, რომელსაც თავის მხრივ, ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მაგ., მოწოდების პირობები, მოთხოვნილება, საცალო რაოდენობა და ა. შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზად ვართ იმისთვის, რომ რაც უფრო ღირებულია ნივთი ჩვენს თვალში, მით მეტი ფული გადავიხადოთ მასში...

თუმცა, ფინანსური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა... მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ბოლო პირობაზე საფიქრალი არასდროს აქვთ და რასაც მოისურვებენ, იმას ყიდულობენ. აქ სწორედ, მათ მიერ შეძენილ, ყველაზე ძვირიან ნივთებს წარმოგიდგენთ:


1. ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი მსოფლიოშიimage


ფერარი 250 GTO (1962 წ.) – კლასიკური მოდელი და ნებისმიერი ავტომობილისტი ოცნებაა. 1961 წელს Jaguar E-Type–ს გამოსვლის შემდეგ, ენცო ფერარიმ თავის ინჟინრებს ისეთი ავტომობილის შექმნა დაავალა, რომელიც მას არაფრით ჩამოუვარდებოდა. თვეების დაჟინებული და შრომატევადი მუშაობის შემდეგ, 250 GTO გაჩნდა, რომელიც ფერარის წინა მოდელებთან შედარებით, უფრო სწრაფი, მძლავრი და მსუბუქი იყო.

ცოტა ხნის წინ, ფერარი 250 GTO, რომელიც ბრიტანელი ავტომრბოლელი სტერლინგ მოსის დაკვეთით დამზადდა, აუქციონზე 38 მლნ. დოლარად გაიყიდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს შორის, რაც კი ოდესმე გაყიდულა.


2. «ვარდისფერი ვარსკვლავი»image


ბრილიანტების მთელი ოჯახიდან, ყველაზე ცნობილი თეთრი ბრილიანტია. მაგრამ, ეს ძვირფასი ქვა, შეიძლება, სხვა შეფერილობისაც იყოს და ყველაზე იშვიათი – ვარდისფერი ბრილიანტია. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე დიდი ზომის ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც 59, 6 კარატს იწონის და «ვარდისფერი ვარსკვლავის» სახელით არის ცნობილი, ყველაზე ძვირად ღირებული ქვა არის მსოფლიოში. 2014 წ. ის აუქციონზე გამოიტანეს და იუველირმა ისააკ ვულფმა მასში 83, 2 მლნ. დოლარი გადაიხადა. ძვირფასი ქვის შეძენის შემდეგ, ვულფმა მას სახელი შეუცვალა და «ვარდისფერი ოცნება» დაარქვა.


3. მუკეშის სახლიimage


კოშკი – «ანტილია», რომელიც მუმბაის გადაჰყურებს, ყველაზე მდიდარი ინდოელი ბიზნესმენის მუკეშ ამბანის სახლია. ის 1 მლრდ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოში, ყველაზე ძვირადღირებულ სახლად ითვლება. 27 სართულიან სახლში, პირველი 6 სართული, მიწისქვეშა ავტოსადგომია, მეშვიდე – განკუთვნილია სპორტისთვის, შემდეგი 4 სართული – ღია ბაღებს უკავია. ბაღების ზემოთ, – კინოთეატრის სართულია. ხოლო, მომდევნო 4 სართულზე – ბინებია, რომლებშიც ოჯახის წევრები და მათი სტუმრები ცხოვრობენ. ბოლო სამი სართული კი – ტექნიკურია, სადაც საინჟინრო მოწყობილობებია მოთავსებული.


image


«ანტილიაში» 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათ მისი ყველა კუთხე–კუნჭული იციან. ახლა წარმოიდგინეთ, რა უჯდება პატრონს ამ სახლის შენახვა? მომსახურე პერსონალის ხელფასი, კომუნალურები... თუმცა, როდესაც ანგარიშზე 83, 4 მლრდ დოლარი გაქვს, სადარდებელიც არაფერია.


4. საერთაშორისო კოსმოსური სადგურიimage


საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე ბრუნვა, 5 წამყვანი მსოფლიო კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნა. სადგურის სამშენებლო ღირებულებამ 100 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს ხარჯი მონაწილე ქვეყნებს შორის გაიყო. ამრიგად, კოსმოსური სადგური – ადამიანის მიერ შექმნილი, ყველაზე ძვირად ღირებული ობიექტია. სადგურის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი, კოსმოსური ფრენის პირობებში, ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა იყო.


5. მიუხედავად დაბალი ღირებულებისა, წიგნები, როგორც ცოდნის წყარო – ყველაზე ძვირფასი საქონელიაimage


ისინი გვეხმარებიან დროში და სივრცეში მოგზაურობაში. მათი მეშვეობით, ახალი იდეები და კონცეფციები იბადება. ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილ ყველა წიგნს შორის, ლეონარდო და ვინჩის* წიგნი, უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია. «ლესტერის კოდექსი», – მისი ერთ–ერთი ხელნაწერია, რომელიც აუქციონზე 1994 წელს გაიყიდა და ის კომპანია «Microsoft»–ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა 30 მლნ. დოლარად შეიძინა. ასე გახდა წიგნი, რომელიც და ვინჩმა 1506 – 1513 წლებში დაწერა, ყველაზე ძვირიანი ნაშრომი დედამიწაზე.


6. ხშირად, აღიარება და პოპულარობა, ხელოვნების წარმომადგენელთან, სიკვდილის შემდეგ მოდის. ასე მოხდა პოლ გოგენის შემთხვევაშიც...image


წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდა მხატვარს, იმის გაგება, რომ მისი ნახატი, 2015 წ. აუქციონზე, 300 მლნ. დოლარად გაიყიდა. ტილო, სახელწოდებით – «ქორწილი როდის არის?», მხატვარმა 1890 წელს შექმნა და მასზე ტაიტიში მცხოვრები გოგონების ცხოვრების სცენაა ასახული.


* ადამიანები ძველთაგან გრძნობდნენ, რომ გენიალური და ვინჩის მიერ შექმნილ მონა ლიზას პორტრეტში, რაღაც საიდუმლო იმალება. დღემდე არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად ვინ არის ასახული «ჯოკონდას» სახელით ცნობილ ტილოზე? თუ მხატვრის მოდელი ლიზა გერარდინი იყო და პორტრეტი დაკვეთით იქმნებოდა, მაშინ რატომ არ გადასცა მხატვარმა ტილო დამკვეთს? სწორედ ამ გაურკვევლობამ წარმოქმნა სხვადასხვა ჰიპოთეზა სურათზე ასახული ქალის ვინაობასთან დაკავშირებით. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, ამერიკელი მკვლევარის ჰიპოთეზა იყო, რომლის მიხედვით, პორტრეტზე თავად ლეონარდო და ვინჩი იყო გამოსახული. ამ დასკვნამდე ის, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, მხატვრის ავტოპორტრეტის და «ჯოკონდას» შედარებითი ანალიზის საფუძველზე მივიდა. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


* ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

* ყველაზე უცნაური ქვეყანა მსოფლიოში – გაიცანით იაპონია სურათებით (20 ფოტო)

* ყველაზე უჩვეულო მოვლენების სურათები – უცებ ვერც მიხვდებით, რა ხდება კადრში?

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
300
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0