სხვა რა მოხდება, თვითმფრინავის კარი ჰაერში რომ გაიღოს? ემუქრება თუ არა მგზავრებს სიკვდილი? 2021, 2 აპრილი, 10:06 ყოველ მეხუთე ადამიანს ეშინია ფრენის. ეს ადამიანის ნორმალური რეაქციაა. სამწუხაროდ ასეთ პანიკურ დამოკიდებულებას მოხერხებულად იყენებს მსოფლიო კინემატოგრაფი, რომელიც საშინელი ავიაკატასტროფის სცენებს დგავს. ერთ-ერთი პოპულარული მოტივი–ჰერმეტიზაციის დარღვევაა დიდ სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავის კარის გაღების შედეგად. სინამდვილეში, რა მოუვათ მგზავრებს, თუ თვითმფრინავის ბორტზე კარი ან ილუმინატორი მართლაც გაიღო? ემუქრებათ თუ არა მათ სიკვდილი? ჯერ ერთი ეს შეუძლებელია!საქმე საიმედო საკეტებში ან დაშვების კონტროლის სისტემებში არაა. დიდ სიმაღლეზე თვითმფრინავის ბორტზე ხდება ჰაერის ნაკადის კოლოსალური დაწოლა დიდი სიჩქარით მოძრაობის გამო. ადამიანს მსგავსი რამ შეუძლია გამოსცადოს, მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან ხელის გამოყოფით. ამ შემთხვევაში ჰაერის ნაკადი უკან აწვება ხელს. დიდ სიმაღლეზე წნევის ძალა ბევრად მაღალია, რადგან მოძრაობის სიჩქარე ბევრად დიდია. თვითმფრინავის აფრენის შემდეგ კარი რომ გააღო, არაადამიანური ძალაა საჭირო. წნევა ისეთია, თითქოს კარს რვატონიანი ფილა აწვება გარედან. ვერც ხელით, ვერც მექანიკურად, ფრენის დროს კარის გაღება შეუძლებელია. ბორტზე ასვლა კი უშველებელი ჰიდრავლიკური "დომკრატით" არ შეიძლება. ამ ეფექტის გამოყენებით, უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო ხომალდებზე ყველა კარის დაპროექტება განსაკუთრებულად ხდება: თვითმფრინავის კარი ბოთლის საცობივითაა-იგი შესასვლელის "ჩარჩოზე" დიდია. აფრენის დროს, გარედან ჰაერის ნაკადის უდიდესი დაწოლის შედეგად კარები ჰერმეტულად იკეტება. იგი ისეა მოწყობილი, ბორტის შიდა წნევამ ოდნავაც რომ მოიმატოს, არ გაიღება, სანამ წნევა ნორმამდე არ დაიწევს, ანუ კარის შიგნიდან გაღება შეუძლებელია. თვითმფრინავის კარი ყოველთვის ორიენტირებულია მოძრაობის მიმართულებაზე, რათა ჰაერის ნაკადი აფრენის მომენტიდან მუდმივად აწვებოდეს კარს გარედან. ყველა შემთხვევა, როცა მგზავრებს თვითმფრინავის კარი შიგნიდან გაუღიათ, ეს ან აფრენამდე მოხდა, ან დაშვების შემდგომ. ჰაერში ამის გაკეთება შეუძლებელია. ავარიული გაღება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით შეკუმშული ჰაერის მიწოდებით, წნევის გათანაბრება რომ მოხდეს. ამ სისტემის მართვა კი მხოლოდ ეკიპაჟის პასუხისმგებელ წევრს შეუძლია. თუ მაინც მოხდა ჰერმეტიზაციის დარღვევა? თუ მაინც მოხდა ჰერმეტიზაციის დარღვევის ფორს-მაჟორული სიტუაცია, არც ეს ემუქრება მგზავრებს სიკვდილით. საჰაერო ბორტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში სამი რისკ-ფაქტორი არსებობს: ჰაერის წნევის განსხვავება, გაიშვიათებული ატმოსფერო ბორტის გარეთ და დაბალი ტემპერატურა დიდ სიმაღლეზე. 1. განსხვავებული წნევის დროს ჰაერი თვითმფრინავიდან დიდი სისწრაფით გამოიდევნება გარეთ. ქარის ძლიერ ნაკადს შეუძლია ადამიანები და ნივთები გაიყოლოს თან. მაგრამ თუ მგზავრები უსაფრთხოების ღვედებით არიან შეკრული, როგორც ეს წესია, მაშინ მათ არაფერი საფრთხე არ ემუქრებათ. შეკრული ღვედი ყველა მგზავრის უსაფრთხოების გარანტია, წონისა და კომპლექციის მიუხედავად. ადამიანები ტუალეტშიც არაფრით რისკავენ. თუ ვინმე შემთხვევით ამ მომენტში გასასვლელში აღმოჩნდა, მჭიდროდ განლაგებული სავარძლების გამო, მათ საკმარისი დრო ექნებათ იმისთვის, რომ ახლომდებარე სავარძელს ჩაეჭიდონ. 2. გაიშვიათებული ჰაერი. ჰაერი სალონში მომენტალურად შეიძლება გახდეს გაიშვიათებული. თუმცა საშუალო სტატისტიკურ ადამიანს 15 წამი აქვს იმისთვის, რომ ნიღაბი მოირგოს. იგი სავარძლის თავზეა მოთავსებული, ასეთ მომენტში იგი ჩამოიშლება და მგზავრის ცხვირწინ არმოჩნდება, მისი "ვერ შემჩნევა" შეუძლებელია. ნიღაბი შეიძლება არც გაიკეთოთ და უბრალოდ მჭიდროდ მიიდოთ ცხვირთან და პირთან. იგი არ გაფრინდება მგზავრისგან, რადგან საიმედოდაა დამაგრებული. გონებას მომენტალურად არავინ დაკარგავს. ასე რომ, 15 წამი საკმარისია. 3. ამ დროს ხომალდის კაპიტანი პროტოკოლის მიხედვით 3 კმ.-ზე დაიწყებს დაშვებას უახლოეს მოედანზე, ამისთვის რამდენიმე წუთია საჭირო. 10 კმ.-ის სიმაღლეზე ტამპერატურა 45-50 გრადუსია. დაშვებასთან ერთად ტემპერატურა თანდათან მოიმატებს. -30, -40 გრადუს ტემპერატურაზე 1-2 წუთში გაყინვა არარეალურია. ასე და ამგვარად, ყველა საშიში ისტორია თვითმფრინავის გაღებული კარის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა საშიში ფილმების კინოშტამპები. რეალურად ასეთი სიტუაცია, არაფრით, გარდა შიშისა და მაქსიმუმ გაციების გარდა, არ გვემუქრება. მთავარია ყველამ დაიცვას საჰაერო ხომალდის ბორტზე ქცევის წესები! გაეცანით სხვა სტატიებს:ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+) პლანეტის ყველაზე ექსტრემალური ლიფტები (ვიდეო) კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება ილონ მასკს მფრინავი Tesla-ს გამოშვება მოუნდა როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე 184 5-ს მოსწონს
|