ფოტოგრაფმა ნევადას შტატში ყველა ბორდელი მოინახულა- აი როგორია მათი ,,შიდა სამზარეულო"
ფოტოგრაფმა მარკ მაკენდრიუსმა (Marc McAndrews) ნევადას შტატში 5 წლის განმავლობაში ყველა ბორდელი მოინახულა და რამდენიმე მათგანში დღეები და კვირებიც კი დარჩა. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ასეთი დაწესებულებების შიდა სამზარეულო გაეცნო. ცხოვრებდა მათ გვერდით ოთახებში, საუზმობდა მათთან ერთად, იყოფდა აბაზანას და ა. შ. გადაღებული ფოტოსურათები კი თავისი წიგნისთვის «Nevada Rose».
ფოტოგრაფი გადაღებების დაწყებამდე მოელოდა ბორდელებში მიყრუებული ადგილების პოვნას, სადაც მხოლოდ სიბინძურე და ნარკოტიკებია. მაგრამ იმან, რაც სხვადასხვა ბორდელებში ნახა, როგორიც იყო (ველური ცხენი / ფოტო ქვევით) ნამდვილად გააოცა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსხვილი ბორდელების მფლობელები და “მომუშავეები" ფოტოგრაფს ეჭვის თვალით უყურებდნენ და უბრალო გარყვნილ კლიენტად თვლიდნენ. რამდენიმე გოგონამ კი ურჩია, რომ ბორდელები პატარა ქალაქებში დაეთვალიერებინა.
ქალაქ ელკოში მას პირველად გაუმართლა. ბორდელში სახელად “ძველი ხიდი" მისაღები ოთახი ბარს უფრო წააგავდა. როდესაც სალონში კლიენტი შედიოდა, გოგონები ერთ ხაზად მწკრივდებოდნენ, კლიენტი კი იმას ირჩევდა, ვინც ყველაზე მეტად მოეწონებოდა.
მაკენდრიუსის თქმით, არის ბორდელები წვეულების ატმოსფეროთი და არის წყნარი, მეგობრული ბორდელები, სადაც საუბარიც შეიძლება.
ბორდელში მოხვედრის დროს კლიენტებს ფული გამოაქვთ ბანკომატიდან.
ამ ფოტოსურათზე კარლია გამოსახული ქალაქ ელკოს Mona's Ranch-დან. ეს ერთ-ერთი პირველი ფოტოსურათია ფოტოგრაფის პროექტიდან. ამ ბორდელში მან 5 დღე გაატარა.
ფოტოსურათებს ის მხოლოდ ნებართვის მიღების შემდეგ იღებდა.
ბორდელების უმეტესობა ქალაქგარეთაა, წყნარ და მიყრუებულ ადგილას.
მაკენდრიუსის თქმით, აქ მომუშავე ქალებს ხშირად ჰყავთ შვილები, ქმრები ან შეყვარებულები.
სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ბორდელებში ნარკოტიკები ჩვეულებრივი მოვლენაა, მცდარი აღმოჩნდა, რაც ფოტოგრაფმაც დაადასტურა. რა თქმა უნდა ასეთი რამეც არსებობდა, მაგრამ გაცილებით ცოტა, ვიდრე მოელოდა.
ერთი ქალი სასწავლო წლის განმავლობაში მინესოტაში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად, ზაფხულში კი არდადაგების დროს ბორდელში მუშაობდას და კმაყოფილიც იყო.
ბორდელი ხშირად საოჯახო ბიზნესიცაა. აი ჩარლი და მისი დედა. მათ ბიზნესი ერთად დაიწეს.
ბენი Wild West Saloon ის ყოფილი მფლობელი მამასთან ერთად.
ზოგიერთი კლიენტი სულაც არ იყო წინააღმდეგი, რომ ფოტო გადაეღო გოგონასთან ერთად.
მაკენდრიუსი ნევადას შტატის ყველა ბორდელში იღებდა სურათებს. ზოგჯერ მფლობელებთანაც უწევდა მოლაპარაკება და დარწმუნება, რომ ცუდი მიზნებისთვის არ იღებდა.