x
image
carpediem
მერე გვეტყვიან უწიგნური თაობა ხართო

image

ჩემი კორპუსის ქვემოთ ახალი წიგნის მაღაზია გახსნეს ( ჩემდა გულის გასახეთქად ) მართალია ვიცოდი რომ იქიდან რბილად რომ ვთქვათ 'დაგრუზული' გამოვიდოდი მაგრამ გულმა ვერ გამიძლო და შევიხედე.

მთელი მაღაზიის გამოტანა რომ შემძლებოდა ალბათ გამოვიტანდი, თუმცა გულით რომ მინდოდა იმ წიგნების რაოდენობა არცთუ ისე ბევრი იყო ბიბლიოთეკისთვის, მათი საერთო ფასი კი 200 ლარს ურტყამდა ალბათ მინიმუმ. კი, სახლში მართლა ბევრი წიგნი მაქვს, მაგრამ რამდენი ახალი ითარგმნება, რამდენი საინტერესო მწერალი გამოჩნდა მას მერე რაც საბჭოთა კავშირთი 80 კაპეიკად იყიდებოდა წიგნები...

ხო, ზედმეტად ძვირია 16, 18, 25 და თუნდაც 10 ლარი წიგნისთვის . შეიძლება ვინმემ თქვას მერე რა, გაიმეტეო მაგრამ მარტივად აგიხსნით ეხლა 2 ფაქტორს


1) ერთ წიგნზე არაა საქმე, წიგნები ამოუწარავი თემაა და ერთი შენაძენით ვერასდროს დაკმაყოფილდები

2) შემოსავალი. შენ რომ იყიდო ვთქვათ თვეში 10 ლარიანი 7 წიგნი, 70 ლარი გჭირდება და 300 ლარი რო აქვს შემოსავალი იმ ოჯახებმა რა ქნან მერე....

თვეში ერთი წიგნი ხელფასზე კიდე რა არის, წელიწადში 12 წიგნი???

ზოგადად საქართველო არ არის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, წიგნებისთვის გამეტებული 15 ლარი კი არა ხალხს მართლა საჭმლის ფული არ აქვს და სწავლის გადასახადისთვის წელებზე ფეხს იდგამენ.

ნუ საბავშვო ლიტერატურაზე ლაპარაკი არ მაქვს, იმდენად ძვირია რომ ვერც წარმომედგინა ( ილუსტრაციების ბრალია, არაფერი შეგეშალოთ )


მერე კიდე გვეტყვიან - '' უწიგნური თაობა მოდიხართ, წიგნის აღება ხელში თქვენ არ გინდათ და გართობის მეტი არაფერი გაინტერესებთო''

მიყიდე და წავიკითხავ ბიძია

11
259
8-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
259
  
2012, 13 სექტემბერი, 0:38
300 ლარი რომელ ოჯახს აქვს საქართველოში? 5%ს?
2012, 11 სექტემბერი, 2:38
იხილეთ ხელფასის ანალიზი სტატიაში :დ
2012, 11 სექტემბერი, 2:22
არა ეგ ნამდვილად პრობლემაა და არ უნდა ღირდეს მაგრამ შენზე რაცაა დამოკიდებული რაც შეგიძლია შეცვალო ის უნდა გააკეთო :) თუ მუშაობს იყიდოს იმან კიდე :P
2012, 11 სექტემბერი, 2:07
წიგნის ფულის არ ქონდა უკვე საცოდაობაა, ლიტერატურა ჩემი სიყვარულია და ყოველთვის ''ვშოულოუბ'' მაინც რაც მინდა, უბრალოდ ეგრე ''საჩალიჩო'' არ უნდა იყოს... ადამიანი რო მუშაობს და გადაბენა გადმორებნაზეა და ბიბლიოთეკისთვის კი არა მეგობრებისთვის აღარ რჩება დრო, იმან იმათხოვროს ხო ? :D
ეგ საბუთი მყარია მაგრამ მაინც აზრზს მოკლებული, რატომ უნდა ღირდეს წიგნი ასეთი ძვირი, მითუმეტეს საბავშვო ლიტერატურა, თუ ფიფქია და 7 ჯუჯაც საჯაროდან გამოვიტანოთ :)
2012, 10 სექტემბერი, 22:06
გული გულობდესო და წიგნებს ბიბლიოთეკაშიც ბევრს ნახავ... რა თქმა უნდა სახლში ჯობია მაგრამ რო გინდოდეს მაგის გამო ხელს არ ჩაიქნევ,,,
2012, 8 სექტემბერი, 12:13
++
2012, 6 სექტემბერი, 15:18
მესმის მე შენი... წიგნის ფესტივალზე მეც მინდოდა ბევრი წიგნი მარა :(
2012, 5 სექტემბერი, 14:24
რთული პრობლემაა და მეც ხშირად ვდგავარ ამის წინაშე
2012, 5 სექტემბერი, 0:02
სავსებით მარტალი ხარ ავტორო +10
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10