შოუბიზნესი
10 ცნობილი ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომლებზეც მილიონობით ქალი გიჟდება
2021, 30 მარტი, 12:30
ყველაზე ცნობილი მამაკაცები, რომლებსაც ქალები საერთოდ არ იზიდავთ:
რიკი მარტინი
პუერტო რიკოელ ცნობილ მომღერალს 2 შვილიც ჰყავს სუროგატი ქალისგან. თავის ორიენტაციას მამაკაცი წლების განმავლობაში მალავდა, თუმცა დღე თავს მშვენივრად გრძნობს.
კსავიე დოლანი
ცნობილი კინორეჟისორი, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კინოფესტივალებზე. მისი ფილმებიც ძირითადად ლგბტ საზოგადოებას ეხება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
კევინ სპეისი
სკანდალების შემდეგ, მსახიობმა 2017 წელს აღიარა, რომ სინამდვილეში ქალები არ მოსწონს.
ლუკ ევანსი
მსახიობის არატრადიციულ ორიენტაციაზე ყველამ კარგად იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს “რომანები ჰქონდა" ცნობილ ქალბატონებთან, ეს უბრალოდ პიარ მენეჯერების ნაბიჯი აღმოჩნდა.
ჯიმ პარსონსი
ყველასთვის საყვარელი კომედიური სერიალის “დიდი აფეთქების თეორიის " მსახიობი თავის ორიენტაციას არც მალავდა, თუმცა საჯაროდ მხოლოდ 2013 წელს აღიარა, რო ბედნიერია თავის პარტნიორთან ერთად.
ვენტვორტ მილერი
მსახიობი ორიენტაციას საგულდაგულოდ მალავდა 2013 წლამდე. შემდეგ აღიარა, რომ მამაკაცები მოსწონსდა უარიც თქვა პროექტებში ჰეტეროსექსუალი მამაკაცის როლის შესრულებაზე.
ბენ უიშოუ
“პარფიუმერი"-ს მსახიობმაც დასწყვიტა გული თაყვანისმცემელ ქალებს განცხადებით, რომ ქალები არ აინტერესებს.
ნილ პატრიკ ჰარისი
ცნობილი მექალთანე კომედიური სერიალიდან “როგორ შევხვდი დედათქვენს" სინამდვილეში ჰომოსექსუალია და 10 წელზე მეტია ბედნიერად ცხოვრობს თავის პარტნიორთან დევიდ ბარტკოსთან ერთად და 2 შვილსაც ზრდიან სუროგატი ქალისგან.
მეთ ბომერი
“თეთრი საყელო"-ს მსახიობმა 2012 წელს აღიარა, რომ მამაკაცები მოსწონს, პარტნიორი ჰყავს და 3 აყვანილი შვილიც.
ზაქარი კუინტო
მსახიობს ოფიციალური განცხადება არც არასდროს გაუკეთებია, მაგრამ მისი ორიენტაციის შესახებ ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო.