x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
9 საბედისწერო როლი , რომლებმაც შემსრულებელი მსახიობების ფსიქიკა კინაღამ შეიწირა

image
ამა თუ იმ როლის მისაღებად, მსახიობებს ზოგჯერ უკიდურეს ზომამდეც კი მიდიან. როლებში ძალიან იჭრებიან, შემდეგ კი საკუთარი თავის დაბრუნება უჭირთ. აი 10 მსახიობი, რომლებიც თავიანთმა როლებმა კინაღამ ჭკუიდან შეშალეს.


ვერა ფარმიგა “წყევლა"

საშინელებათა ჟანრის ფილმებს ასევე “საშინელი" ისტორიები დაჰყვება თან. ამ მსახიობმაც ორჯერ მიიღო “შეტყობინება" ზებუნებრივი ძალებისგან. ნაკაწრები მის ნოუთბუქზე და ნაკაწრები ზურგზე. იყო ეს მაყურებელთა მოზიდვის ხერხი თუ პარანორმალური შეტყობინება უცნობია. ფაქტი ისაა, რომ ფარმიგა ძალიან შეშინდა.image

ბობ ჰოსკინსი “ვინ დაუგო მახე კურდღელ როჯერს"

მსახიობმა აღიარა, რომ მიხატული პერსონაჟები 8 თვიანი გადაღებების შემდეგ უკან სდევდნენ. ყოველ კუთხეში დისნეის გმირები ელანდებოდნენ და ამის გამო ფსიქიატრთანაც დადიოდა.image

ველ კილმერი “The Doors''

მთელი წლის განმავლობაში კილმერი ჯიმ მორისონის ძველ ტანსაცმელში დადიოდა. უყურებდა კონცერტებს, იღებდა მის მიმიკებს და სწავლობდა სიმღერებს. ასე გახდა ცნობილი მუსიკოსის ზუსტი ასლი. იმდენად ზუსტი, რომ როლიდან გამოსვლა თვითონაც ძალიან გაუჭირდა და დახმარებაც დასჭირდა.image


ჰიტ ლეჯერი “ბნელი რაინდი"

ამბობენ, რომ სწორედ ჯოკერის როლი გახდა მსახიობისთვის საბედისწერო და სწორედ მას შეეწირა. პერფექციონისტი ჰიტ ლერერი თავისი როლის მსხვერპლი გახდა. მსახიობი აწარმოებდა დღიურს ჯოკერისთვის, იგონებდა ახალ ფრაზებს, საათობით იკეტებოდა სასტუმროს ნომერში მარტო და ვარჯიშობდა. იმდენად გადაიტვირთა, რომ საძილე აბების მიღება დაიწყო, შემდეგ კი უკვე ტკივილგამაყუჩებლების, რომლებსაც საბოლოოდ შეეწირა.image


ედრიან ბროუდი “პიანისტი"

მსახიობისთვის ნამდვილად, ტკივნეული გამოცდილება გახდა ამ ფილმისთვის მზადება. მან უარი თქვა მანქანაზე, უარი თქვა ახლობლებთან კონტაქტზე, საბოლოოდ უარი თქვა საკვებზეც და როლსი გასაოცრად შეიჭრა. გადაღებების შემდეგ მსახიობს ნახევარი წელი დასჭირდა ცხოვრების ნორმალური რიტმის დასაბრუნებლად.image


შელი დიუვალი “ნათება"

ყველასთვის კარგად იყო ცნობილი სტენლი კუბრიკის პერფექციონიზმის შესახებ. ის თავის მსახიობებს ყოველთვის ბოლომდე “წურავდა" დიუვალმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა. იგი გადაღებებზე 12 საათის განმავლობაში ტიროდა, რეჟისორის ბრძანებით გადამღები ჯგუფი მას გამუდმებით აშინებდა და ლანძღავდა, ყველაფერი კი იმისთვის იყო რომ გადაღებების დროს შელის ნამდვილი ემოციები ჰქონოდა.image



ლინდა ბლერი “ეშმაკის განმდევნელი"

გოგონა სულ რაღაც 13 წლის იყო, როდესაც ეშმაკით შეპყრობილი გოოგნას, რიგან მაკნილის როლი შეასრულა. ჰორორი რელიგიურ თემაზე ნამდვილი შოკი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ახალგაზრდა ლინდა კი ჟურნალისტების მიზანი გახდა. ყოველ ინტერვიუში გოგონას ეკითხებოდნენ რელიგიის შესახებ, ესმაკზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე, რომლებზეც 13 წლის გოგონას უბრალოდ ვერ ექნებოდა პასუხები.image


ჯანეტ ლი “ფსიქო''

კიდევ ერთი როლის მსხვერპლი. ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობს შხაპი აღარ მიუღია შიშის გამო, ამის ნაცვლად სააბაზანოში დაწოლა ერჩივნა, ამ დროს აუცილებლად კეტავდა ფანჯრებს და კარს, აგრამ მთელი დაბანის პროცესში კარს თვალს არ აშორებდა.image


ენ ჰეტეუეი “საბრალონი"

შესრულებული როლი მსახიობისთვის ყველაზე სერიოზულია. ამ როლისთვის ქალმა 10 კილო დაიკო სულ რაღაც 10-15 დღეში, მოიჭრა თმა და ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზეც აისახა. მსახიობმა მოგვიანებით აღიარა, რომ თვეები დასჭირდა იმისათვის, რომ გაერჩია სად იყო რეალობა და სად ილუზია.image


0
378
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0