კულტურა American Idol-ის მონაწილე უგრძნობლად დაეცა სცენაზე ჟიურის სიტყვების მოსმენის შემდეგ(ვიდეო) 2021, 28 მარტი, 20:44
ამ კვირაში American Idol- ი მართლაც შთამბეჭდავი იყო, თუმცა სამწუხაროდ, არა მუსიკალური ნომრების გამო. აუდიტორიის მთელი ყურადღება მიიპყრო კონკურის მონაწილემ- ფუნკე ლაგოკმა, რომელმაც კიდევ ერთ კონკურსანტთან, რონდა ფელტონთან ერთად შეასრულა ბარბრა სტრეიზანდისა და სელინ დიონის სიმღერა Tell him. როგორც ჩანს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ როდესაც ჟიურიმ გოგონების ნამღერზე კომენტარი გააკეთეს, ლაგოკე აშკარად ანერვიულდა.
ლიონელ რიჩიმ მიკროფონით საუბარი დაიწყო, გოგონა აკანკალდა და ორიოდე წამის შემდეგ მოწყვეტით დაეცა იატაკზე.ლიონელ რიჩი აპირებდა ეთქვა: "თქვენ ფინალამდე გახვედით. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თქვენ ..." - ამის თქმა და აღელვებულმა ფუნკემ გონება დაკარგა და დაეცა სცენაზე. ჟიურის წევრები მაშინვე წამოხტნენ თავიანთი ადგილებიდან, რათა გოგონას დახმარებოდა, შემდეგ ექიმები მოცვივდნენ. გოგონა საკაცეზე დააწვინეს და სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შემდგომ შოუს ორგანიზატორებმა განმარტეს, გოგონას აღენიშნებოდა დეჰიდრატაცია. მას დახმარება გაუწიეს და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. 120 5-ს მოსწონს
|