სხვა ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე 2021, 29 მარტი, 9:22 სიგარეტის მოწევა-ნელი თვითმკვლელობაა. სწორედ ასე უწოდებენ მას მეცნიერები. თამბაქოს კვამლი შეიცავს 4800-ზე მეტ ქიმიურ მინაერთებს და თითქმის ყველა ისინი ტოქსიკურია, კარცეროგენებს შეადგენს და შეუძლიათ მუტაციები გამოიწვიონ. მეცნიერებისთვის ზუსტად არის ცნობილი ის 69 კარცეროგენი, რომელსაც სიგარეტი შეიცავს. ასეთ კვამლში არის ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა დარიშხანი, ტყვია, აზოტის ოქსიდი, ამიაკი და სხვ. წარმოგიდგენთ რამდენიმე შოკისმომგვრელ ფაქტს მოწევაზე და სიგარეტზე. 1. ყოველ წელს პასიურ მოწევას ეწირება ასეულ ათასობით ადამიანი.2. ყოველდღე მსოფლიოში მოსახლეობა 15 მილიარდ ღერ სიგარეტს ეწევა. 3. მწეველების დაახლოებით 1/3 ჩინეთში ცხოვრობს. მწეველების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს კუბა, ლივანი და მონღოლეთი. 4. რუსეთში დაახლოებით 47 მილიონი მწეველია. 5. რუსეთში ყოველი მეათე მწეველი ქალია, ყველა მწეველების დაახლოებით 60%-მამაკაცი. 6. მეცნიერთა მონაცემების მიხედვით ალკოჰოლისგან და სიგარეტისგან თავის შეკავებას, აგრეთვე სწორ კვებას და ფიზიკურ ვარჯიშს, შეუძლია ხელი შეუშალოს კიბოს ყველა სახეობის 30% ჩამოყალიბებას. 7. მიუხედავად, იმისა რომ მან პირის ღრუსთან დაკავშირებით 30 ოპერაცია გაიკეთა, ფრეიდი არ ანებებდა თავს მოწევას. 8. მოწევაზე უარის თქმიდან 48 საათის შემდეგ იწყება ნერვული დაბოლოებების აღდგენა, რის შედეგადაც ნორმაში მოდის ყნოსვა და გემოს შეგრძნება. 9. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ეწევა.10. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სიგარეტის გამო შეიძლება თმა ბევრად ჩქარა გაჭაღარავდეს. 11. მოწევა გულის შეტევის რისკს 200-400 პროცენტით ზრდის.12. ფილტრს, რომელიც თითქოს მწეველს იცავს, ცელულოზის აცეტატი ეწოდება. სრული დაშლისთვის მას 2-დან 10 წლამდე სჭირდება. იგი დამზადებულია სინთეტიკური მასალისგან და კვამლი, რომელიც ცელულოზის აცეტატს გაივლის, მავნებელია არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ აბინძურებს ჰაერს და ნიადაგს. 13. ყოველ 6 წამში მსოფლიოში მოწევისგან და იმ ავადმყოფობებისგან, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული, იღუპება ერთი ადამიანი. 14. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი მწეველი სიცოცხლეს იმოკლებს დაახლოებით 18 წლით. 15. თამბაქოს მოწევით ყალიონის მეშვეობთ თქვენს ორგანიზმში 25-ჯერ მეტი კუპრი ხვდება, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტით. 16. მოცემულ მომენტში უკვე 16 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული მოწევისგან. 17. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კიბოს ათი სახეობიდან ცხრა გამოწვეულია მოწევისგან. აი, კიბოს რამდენიმე სახეობა, რომელიც მოწევისგან არის გამოწვეული: ყელის, პირის, ცხვირის ლორწოვანის, საყლაპავის, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმლის, შარდის ბუშტის და საშვილოსნოს ყელის კიბო. 18. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავადებების (copd) 8-10 შემთხვევა მოწევის შედეგია. მოცემული მომენტისთვის აღნიშნული დაავადებები ვერ იკურნება. 19. მწეველ ქალებს 40%-ით მეტი შანსი აქვთ copd-ის განვითარებისა, ვიდრე არამწეველებს. 20. მოწევა და პასიური მოწევა ბავშვების და მოზარდების ფილტვების განვითარებას აფერხებს. 21. დაახლოებით 18 მილიონი საშუალოდ 20 წლის მამაკაცი ერექციული დისფუნქციისგან იტანჯება მოწევის გამო, ვინაიდან სიგარეტის კვამლი სისხლის ცირკულაციაზე მოქმედებს. 22. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მწეველებში 30-40%-ით უფრო მაღალია, ვიდრე არამწეველებში. 23. არამწეველებში, რომლების პასიური მწეველწბის როლში გამოდიან სახლში ან სამსახურში, ფილტვის განვითარების რისკი 20-30%-ით იზრდება, გულის დაავადებისა კი 25-30%-ით. 24. ბავშვები, რომლებიც აგრეთვე პასიური მწეველების როლში არიან (სიგარეტის კვამლს სუნთქავენ), ხშირად ავადმყოფობენ ბრონქიტით, მნევმონიით და შუა ყურის ანთებით. 25. 3-დან 11 წლამდე ბავშვების ნახევარზე მეტი პასიური მწეველები არიან. ცნობისთვის: პასიური მწეველი-ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამონასუნთქ კვამლს. იხილეთ აგრეთვე:რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კუნძულზე დიდი ბრიტანეთის (სადაც კოვიდი ბობოქრობს) ცენტრში, ვირუსს ადვილად გაუმკლავდნენ როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს? საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? პოპულარული ჟესტები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში 618 5-ს მოსწონს
|