x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: ორმა სპილომ ერთმანეთის დახმარებით შეძლო თავი დაეღწია ორმოსთვის

image



ტაიილანდში რაიონგის პროვინციაში გადაიღეს ორი ორმოში ჩავარდნილი სპილო, რომლებიც ორმოდან ამოსვლას ცდილობენ. - წერს Daily Mail-ი.





ვიდეოში ნაჩვენებია მდედრი და მამრი სპილოები. ვიდეოს ავტორის თქმით, ცხოველების ორმოდან ამოსვლას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა. თავდაპირველად, სპილოებმა ერთდროულად სცადეს ორმოდან ამოსვლა, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს.





შემდეგ მამრმა დაიწყო ორმოდან მარტო ასვლა. პირველი მცდელობა ჩაიშალა, რის შემდეგაც მან უფრო ნელა დაიწყო მოძრაობა. საბოლოოდ, ცხოველმა წარმატებას მიაღწია. ამ დროს მდედრი სპილო აზღვევდა და მას ქვემოდან უბიძგებდა.






„სპილოები ბაღში თამაშობდნენ ბაღში და ისვენებდნენ ამ ორმოში. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვუყურებდი როგორ ეხმარებოდნენ ისინი ერთმანეთს. ჩანს, რომ სპილოები ურთიერთობდნენ და ერთმანეთს თითქოს რჩევებს აძლევდნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ უკეთ."- ამბობს ვიდეოს ავტორი.






0
64
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0