x
საუკეთესო 10 პროდუქტი თქვენი სხეულის დეტოქსისთვის


პერიოდულად თითოეული ჩვენგანის სხეულს ესაჭიროება გაწმენდა. ამასზე თვით ორგანიზმიც მიგვანიშნებს. პირველი ნიშნები იმის, რომ თქვენ გესაჭიროებათ დეტოქსი არის შემდეგი: თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, კანის პრობლემები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა და ტვინის შენელებული რეაქციები. ქვემოთ ჩამოგითვლით 10 საუკეთესო პროდუქტს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სხეულის დეტოქსიკაციაში.

1. ტოპინამბურის ფოთლის ექსტრაქტი
ტოპინამბური საქართველოში ცნობილია, როგორც მიწავაშლას სახელწოდებით, თვითონ სახელწოდება კი ბაზილიელი ინდიელების ერთ-ერთი ტომის სახელწოდებიდან მომდინარეობს. ამიტომ თუ სადმე მოიძიებთ ამ მცენარეს შეგიძლიათ მიირთვათ მისი ფოთლისგან დაყენებული ჩაი. იგი ასევე სასარგებლოა დიეტის დროს.image

2. ლიმონი
დილით დალიეთ თბილ წყალში გახსნილი ლიმნის წვენი. ეს დაგეხმარებათ თქვენი მომნელებელი სისტემის „ცეცხლის“ აქტივაციაში, რასაც თავის მხრივ ითვლება გამწმენდად.image

3. ჯინჯერი იგივე იმბირი და კოჭა (როგორც თქვენ გაგიხარდეთJ )
ჯინჯერი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამწმენდ უძველეს საშუალებას. ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა კი ასევე ეხმარება თირკმლებს დეტოქსიკაციის პროცესში. შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე მიირთვათ ჯინჯერის ჩაი ან ნაყენი თაფლითა და ლიმნით.image

4. კიტრი
კიტრი არა მხოლოდ ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით არის მდიდარია, არამედ 96% წყალს შეიცავს, რაც მას შესანიშნავ დამატენიანებლად წარმოაჩენს საჭმლის დროს. რადგან დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, წყლის მაღალი შემცველობისა და პექტინის (ხსნადი ბოჭკოვანი) დონის გამო კიტრი ხელს უწყობს ბალანსის შენარჩუნებას.image

5. მწვანე ბაბუაწვერა
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბაბუაწვერა არასასიამოვნოდ და მომაბეზრებლად მიგვაჩნდეს მას დიდი ისტორია აქვს მედიცინის სფეროში. იმის გარდა, რომ იგი დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს რომლებიც ეწინააღმდეგებიან ანთებით პროცესებს, მას ასევე შეუძლია დაიცვას თირკმელი ტოქსიკური ნივთიერებებისგან და სტრესისგან.image

6. ყავა
დარწმუნებული ვრ, ამის წაკითხვისას ყავის მოყვარულთა გილდია ხარობს. მართლაც ყავა ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია ღვიძლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, იგი იცავს მას ღვიძლის კიბოსგან. ამის მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ყავა ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას ღვიძლის გარშემო. მაგრამ გახსოვდეთ ყველაფერს აქვს თვის დოზა და გადაჭარბებული არაფერია კარგი. ამასთანავე ეცადეთ მიიღოთ უმაღლესი ხარისხის ყავა.image

7. კორდიცეპსის სოკო
კორდიცეპსის სოკო პარაზიტული სოკოების ტიპს განეკუთვნება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებენ ჩინურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი აუმჯობესებს თირკმლების მოქმედებას, თუნდაც მათი დაავადების შემთხვევაში.image

8. ჭარხალი
ჭარხალი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ასევე აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას. აიტომ, თუ თქვენ მაღალ წნევას არ უჩივით შეგიძლიათ თამამად მიიღოთ ჭარხალი, როგორც ცოცხალ მდგომარეობაში ისე ნაყენის სახითimage

9. ე.წ კაქტუსის მსხალი
კაქტუსის მსხალი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ხილის წვენების დასამზადებლად. იგი უებარი საშუალებაა აგრეთვე ბახუსიდან გამოსასვლელად. კვლევამ აცვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევდნენ კაქტუსის მსხალს ალკოჰოლის მიღებამდე ბევრად ნაკლები უსიამოვნო სიმპტომებს განიცდიდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოს ის რომ იგი ხელს უწყობს ანტიოქსიდანტების დონის შენარჩუნებასimage

10. კურკუმა
კურკუმაში შემავალი დიდი რაოდენობით კურკუმინი ეხმარება თირკმელს ტოქსინების გამოდევნაში და ანტიოქსიდანტების გამომუშავების დონის ამაღლებაში. გამოიყენეთ კურკუმა საკვებში, ასევე შეგიძლიათ გახსნათ თბილ რძეში და დაუმატოთ თაფლი.image

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0