x
10 რჩევა მათ ვისაც უყვარს ფოტოების გადაღება

1. გაუფრთხილდით თქვენს ტექნიკას
მოექეცით თქვენს კამერას და ობიექტივს ისე, როგორც ცოცხალ არსებებს. ბევრ ფოტოგრაფს მისი რეგულარული გაწმენდა ავიწყდება, მაგრამ ამაოდ. გირჩევთ წელიწადში ერთხელ გააკეთოთ სენსორისა და ლინზების პროფილაქტიკური გაწმენდა და ყოველთვის, როდესაც შეამჩნევთ ანომალიებს, როგორიცაა მუქი ლაქები ან წერტილები.
2. ხშირად ეკონტაქტეთ სხვა ფოტოგრაფებს
ჩვენ ქსელურ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც მარტოხელებს არ აძლევს საშუალებას კარიერულ წარმატებას მიაღწიოს. მაშინაც კი, თუ თქვენ ხართ უბრალო მოყვარული, აუცილებლად უნდა გაიცნოთ პროფესიონალები თქვენი დონის ასამაღლებლად. კომუნიკაციის საშუალებით კი თქვენ შეძლებთ თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ მათ და მიიღოთ პასუხები.
3. შექმენით საკუთარი ბლოგი ფოტოგრაფიის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფოტოგრაფს აქვს სოციალური ქსელი, სადაც თავის ნაშრომებს ათავსებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ გამიყურება სრულფასოვნად, უმჯობესია შექმნათ პროფესიონალური ბლოგი-საიტი,
4. არ ატვირთოთ დიდი რაოდენობის მასალა სოციალურ ქსელებში
თუ გინდათ რომ განვითარდეთ, როგორც ფოტოგრაფი მაშინ უნდა განავითაროთ თქვენში კრიტიკული შეხედულება და ატვირთოთ მხოლოდ ყველაზე ხარისხიანი ფოტოები. გახსოვდეთ 10 მაღალ ხარისხიანი ფოტო ბევრდ უფრო მომგებიანი იქნება თქვენთვის ვიდრე 100 საშუალო ხარისხის.
5. ნუ გადაიღებთ მაშინ, როცა ამის სურვილი არ გაქვთ
ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ის მომენტი როცა თქვენ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ და გინდათ როგორმე გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. იგულისხმება ის მომენტი, როდესაც ვიღაც გაძალებთ გადაიღოთ რაღაც დღესასწაული, დაბადების დღე და ა.შ ასეთი შემთხვევა აუცილებლად კრახით დასრულდება და თქვენი ფოტოები საშინელებათა ფილმს დაემსგავსება.
6. შეისწავლეთ ფოტოგრაფიის ისტორია
ფოტოგრაფიის ისტორიას 200 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დღემდე აქტიურდ ვითარდება. ამ ისტორიის შესწავლისას და ცნობილი მეცნიერებისა და ფოტოგრაფების გაცნობით თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ მათი ტექნიკები.
7. წამოიწყეთ თქვენი საკუთარი „ჩელენჯი“
როდესაც გიმთავრდებათ იდეები, ამის აღმოსაფხვრელად ყველაზე კარგი საშუალებაა დაიწყოთ პორტრეტების გადაღება, გადაიღეთ ცხოველები, ქუჩის მხატვრობა და ა.შ მაგრამ აუცილებელია დიდი ხნის განმავლობაში გადაიღოთ ერთი და იგივე. ასე თქვენ რაღაც ერთ მიმდინარეობაში გამოწვრთით საკუთარ თავს და ღარ დაიწყებთ შემდეგ მასალის ძებნას.
8. გადაიღეთ რამდენიმე ექსპერიმენტული ფოტო ავტოპორტრეტის
ავტოპორტრეტი შეიძლება ისეთივე ღირებული იყოს ხელოვნების ნიმუშად, როგორც სხვა ჟანრების ფოტოგრაფია, თუ მას შემოქმედებითად მიუდგებით. უბრალო კადრების გადაღების ნაცვლად, სცადეთ სხვადასხვა განათება და ფონის ვარიაციები, გამოიყენოთ შტატივი და ტაიმერი.
9. ამობეჭდეთ თქვენი საყვარელი ფოტოები
არ არის გამორიცხული, რომ ნაბეჭდი ფოტოების ეპოქამ უკვე გაიარა, მაგრამ ქაღალდის ფოტოზე უკეთ ჩანს თქვენი ფოტოების ყველა უპირატესობა და უარყოფითი მხარე. სხვათა შორის, დაბეჭდვის უნარი ასევე მოითხოვს პროფესიულ ცოდნას, ასე რომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეიძინოთ პრინტერი და დაიწყოთ ფოტოების ბეჭდვა, მაშინ მოემზადეთ კიდევ ერთი უნარის დაუფლებისთვის.
10. ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში და ტალანტში
შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან და დაიწყეთ თქვენი საკუთარი გზა ფოტოგრაფიაში. ისიამოვნეთ სასწავლო პროცესით და არ შეგეშინდეთ ამ პროცესში შეცდომების დაშვების.image

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0