მსოფლიო მაკრონმა რუსეთსა და თურქეთს ლიბიიდან სამხედრო ძალის გაყვანა მოსთხოვა 2021, 24 მარტი, 14:36 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "თურქულმა და რუსულმა ძალებმა" უნდა დატოვონ ლიბიის ტერიტორია. მისი აზრით, ევროპელების პასუხისმგებლობა იმაშია, რომ მათ ყველას მოუწოდონ შეწყვიტონ ლიბიის დესტაბილიზაციას.
ლიბიის ახალმა ხელისუფლებამ საპრეზიდენტო საბჭომ და მთავრობამ ფიცი დადეს მარტში და ოფიციალურად დაიწყეს მუშაობა. ახალი ხელმძღვანელობის მიზანია ლიბიაში ეროვნული ერთიანობის მიღწევა და საყოველთაო არჩევნების მომზადება. ამ გზაზე კი ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხად სწორედ ლიბიაში უცხოელი შეიარაღებული ძალების ყოფნას რჩება. 62 2-ს მოსწონს
|