მსოფლიო ევროკავშირის ორგანიზაციასთნ ურთიერთობა გაწყვეტლია-სერგეი ლავროვი 2021, 23 მარტი, 13:00 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეაფასა მიმდინარე ურთიერთობები ევროკავშირთან და განაცხადა:- "ევროკავშირთნ, როგორც ორგანიზაციასთან ყველანაირი კავშირი განადგურებულია, ბრიუსელში მიღებული ერთსახოვანი გადაწყვეტილებების საფუძველზე". მისივე თქმით, რუსეთი მზად იქნება კავშირის აღსადგენად თუ ევროკავშირი დაფიქრდება და ამ ანომალიაზე უარს იტყვის. რუსეთი კი აღმოჩნდება თანაბარ პირობებში და იქნება დაცული ინტერესთა ბალანსი. გარდა ამისა, ლავროვმა დაამატა, რომ ევროკავშირი და აშშ ყველას თავს ახვევენ თავიანთ წესებსა და შეხედულებებს, იმას რაც მათ მიაჩნიათ რომ საფუძვლად უნდა ედოს მსოფლიო წესრიგს, სანქციებიც ამ წესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. 137 1-ს მოსწონს
|