x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
საფრანგეთი. ჟანა დ'არკი (ორლეანელი ქალწული)

ასწლიანი ომის დროინდელი ფრანგი სახალხო გმირი, სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის ჯარს და ინგლისელი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლა ქალაქი ორლეანი (1429 წელს.) შემდგომ წარმატებებს ხელი შეუშალეს თვით ფრანგთა მეფემ კარლოს მეშვიდემ და მისმა ჩლუნგმა კარისკაცებმა. ვერაგული ღალატით ტყვედ ჩავარდნილი ქალწულის გამოსყიდვაზე მეფემ და ეპისკოპოსმა უარი თქვეს, სამაგიეროდ ინგლისელებმა მოისყიდეს ფრანგი მოხელეები და მათი ნებისამებრ ინკვიზიციამ ქალწულ გმირს კოცონზე დაწვა მიუსაჯა, როგორც ჯადოქარს. 1431 წლის 30 მაისს რუანში კოცონზე დაწვეს 19 წლის ქალწული, რომელსაც ხალხი ღვთისმშობელს ადარებდა. რეიმსის ეპისკოპოსი და კარლოს მეშვიდე, რომელსაც ჟანამ ტახტი დაუბრუნა, გულგრილად უყურებდნენ საზარელ სანახაობას (1450 წელს კარლოს მეშვიდის ბრძანებით პროცესი გადაისინჯა და ქალწული გაამართლეს). ისტორიამ შემოინახა დაკითხვის ოქმები და სხვა მასალები, საიდანაც ჩანს, რა ბრძენი, გონებამახვილი და შეუპოვარი ყოფილა გმირი ქალწული.


***
მე მზად ვარ დავემორჩილო მებრძოლ ეკლესიას, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის იმოქმედებს უფლის ნებით.

***
თუნდაც ასო-ასო დამკეპოთ და სული ამომგლიჯოთ, მაშინაც არ შევცვლი ჩემს ჩვენებას, რადგან მე რომ სხვა ვთქვა, ყოველთვის იქნება საბაბი დამცირებისა, რომ სიტყვა გადამათქმევინეს.

***
თუ ჩემში არაა ციური მადლი, დაე უზენაესმა მომივლინოს ის, და თუ არის, ნუ წამართმევს ამ წყალობას.

***
რატომ მეჭირა საფრანგეთის დროშა? ჩემმა დროშამ დიდებით გამოიარა ბრძოლის ქარცეცხლი. მას ნება ჰქონდა ზიარებოდა ძლევის დიდებასა.
თუ კარი ღია იქნება, მე გავიქცევი, რათა დავრწმუნდე, რომ უფალს სურს ჩემი სამართლიანი საქმის გადარჩენა.image

12
1344
22-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
1344
  
2013, 22 ივლისი, 2:47
შარლ მე-7 იყო მეფე მაგ დროს :)
2012, 11 სექტემბერი, 1:10
++++++1000000000000
2012, 4 სექტემბერი, 23:26
+111
2012, 3 სექტემბერი, 23:18
+1000
2012, 3 სექტემბერი, 21:05
+++++++
2012, 3 სექტემბერი, 20:13
+++++++
2012, 3 სექტემბერი, 19:47
bravisimo (clap)(clap)(clap)(clap)
2012, 3 სექტემბერი, 19:11
+10000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
2012, 3 სექტემბერი, 18:52
+100000000000
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10