შოუბიზნესი 42 წლის სოფო შევარდნაძე დედა გახდა,ბავშვის მამა საზოგადოებისთვის უცნობია 2021, 25 მარტი, 19:15 საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფიკო შევარდნაძე 42 წლის ასაკში პირველად დედა გახდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა სოფო შევარდნაძემ ახალშობილ ბიჭუნას ანდრია დაარქვა. ბავშვი 3.3 კილოგრამს იწონის და სიგრძეში 52 სანტიმეტრია.ბავშვის მამის ვინაობას სოფო შევარდნაძე ჯერჯერობით არ ამჟღავნებს. სოფო საკუთარ ორსულობაზე პირველად 21 თებერვალს გააჟღერა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო იან იანოვსკის ბლოგში, სახელწოდებით „ვარ თუ არა კარგი დედა“ და სწორედ იქ გააკეთა მოულოდნელი აღიარება. სოფიკო შევარდნაძეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაცებთან რომანს მიაწერენ, მათ შორის მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, მაგრამ სოფიკო ოფიციალურად არასდროს ყოფილა დაქორწინებული და აქამდე არც შვილი ჰყავდა. 21 წლის ასაკში ის დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ნიშნობა ჩაშალა. სოფიკო ტელეწამყვანი, ავტორი და პროდიუსერია.აქვს საავტორო პროგრამა «Яндекс.Эфире», ”Просто о сложном»”, SophieCo Visionaries ტელეკომპანია Russia Today– ზე, 2006 წლიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა წამყვანად რადიოსადგურ Echo Moscow– ში.სოფო შევარდნაძე თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და იაპონურ ენებს. 341 6-ს მოსწონს
|