x
image
თუთიკო ბერძენა
ალეკო ელისაშვილი:ძალიან უხერხული მოსამსენია,როცა ვაშინგტონში გეუბნებიან ან ბრიუსელში გეუბნებიან, საკუთარ პარტიაზე და პირად ინტერსზე მაღლა თქვენი ქვეყნის ინტერესები დააყენეთო,

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ის რაც სენატში ითქვა, ვისაც როგორ აწყობდა საქართველოში, ისე თარგმნა სათავისოდ.

image

„ოპოზიციამ თქვა, ნახეთ, როგორ დაგმეს „ქართული ოცნება“ და ჩვენ როგორ გვაქესო და „ქართულმა ოცნებამ თქვა, ნახეთ, როგორ დაგმეს ოპოზიცია და ჩვენ როგორ გვაქესო. სინამდვილეში კრიტიკულწბი იყვნენ ოპოზიციის მიმართაც და „ქართული ოცნების“ მიმართაც, მაგრამ დავინახეთ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების სახით ისევ გვყავს ერთგული მოკავშირე და ერთგული მეგობარი, რომელმაც რჩევები მოგვცა შეთანხმების აუცილებლობასტან დაკავშირებით, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე გვითხრეს ამით, რომ თქვენი პარტიული ინტერესების მიღმა ქვეყანა დაინახეთო და ხალხის რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო.

ძალიან უხერხული მოსამსენია, როცა ვაშინგტონში გეუბნებიან ან ბრიუსელში გეუბნებიან, საკუთარ პარტიაზე და პირად ინტერსზე მაღლა თქვენი ქვეყნის ინტერესები დააყენეთო, მაგრამ ეს ფაქტია:, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.




მისი თქმით, 5 თვეა მხოლოდ იმაზე ლაპარაკი მიდის, ვინ შემოვა და ვინ გამოვა და ხალხის რეალურ პრობლემებზე არავინ ფიქრობს.

1
133
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
133
  
2021, 30 მარტი, 13:05
ხალხის პრობლემებზე ნაც-ქოცმა რომ იფიქროს და აკეთოს ისევ ეგენი ჩამოვლენ და გვეტყვიან ამას რატომ აკეთებთ, თქვენ დინების საწინაამღდეგოდ მიცურავთო.....თორემ ძაღლი იყოს მაგათი მადლობელი
0 1 1