x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შერონ სტოუნი, სკანდალური სცენის გადაღებაზე მოტყუებით აიძულეს. მოგვიანებით ეს პოზა ბერლინში გაიმეორა. (ვიდეო). (+18)

image

რეჟისორ პოლ ვერხოვენის ფილმი "ძირითადი ინსტიქტი" 1992 წელს გადაიღეს, სადაც ერთ-ერთ როლს, ჰოლივუდის ვარსკვლავი, შერონ სტოუნი ასრულებს. მან Vanity Fair-ზე გაიხსენა სკანდალური სცენა ფილმიდან, სადაც თეთრეულის გარეშე წარმოგვიდგა.

image

სტოუნმა განაცხადა, რომ რომ გადამღები ჯგუფის წევრებმა იგი დაარწმუნეს, თითქოს მისი თეთრი საცვალი სინათლეს ირეკლავდა და კაბის ქვეშ შესამჩნევი იყო. იმის შესახებ, რომ რეჟისორმა მოტყუებით აიძულა იგი გულახდილ სცენაში გადაეღოთ, მსახიობი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, როცა ფილმი უკვე დამონტაჟებული იყო. "მე მივედი საპროექციო ჯიხურთან, პოლს სილა გავაწანი, გამოვედი, მივედი მანქანასთან და ჩემს ადვოკატს, მარტი სინგერს დაურეკე. მარტიმ მითხრა, რომ მათ არ უნდა გაუშვან ფილმი, რომ მე შემიძლია სასამართლოს აკრძალვა მივიღო"-იხსენებს მსახიობი.

თავიდან შერონი შოკირებული იყო ამ სცენით და არ უნდოდა ვინმეს ენახა. თუმცა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დათანხმდა-ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული ამ ფილმის შექმნაზე, მათ შორის შერონისაც.

"მე ისე დიდხანს ვემზადებოდი ამ პროექტისთვის, სრულიად შევისწავლე ამ როლის ხასიათი და საფრთხე. სამუშაოდ მოვედი უკვე მომზადებული ქეთრინ ტრემელის განსახიერებისთვის. ახლა ისევ გამოწვევის წინაშე ვიდექი-ხსნის სტოუნი. მსახიობმა აღიარა, რომ ფილმ "ძირითადი ინსტიქტის" გადაღებები მისთვის ძალიან რთული იყო. "ეს საშინელება იყო. გადაღებების პერიოდში ძილში დავდიოდი. ორჯერ ჩემს მანქანაში, ავტოფარეხში გამომეღვიძა ჩაცმულს. საშინელი კოშმარები მესიზმრებოდა-ყვებოდა იგი.

სტოუნმა აღნიშნა, რომ ფილმში პროვოკაციული სცენის ჩართვა "ფილმისთვისაც და პერსონაჟისთვისაც სწორი ნაბიჯი იყო". თავის ნამუშევარს ფილმში მსახიობი "ყველაზე განმათავისუფლებელს" უწოდებს, მათ შორის, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. "მე არ ვნანობ ჩემს არჩევანს"-აღნიშნავს იგი.

რეჟისორ პოლ ვერხოვენის ფილმ "ძირითადი ინსტიქტის" გამოსვლიდან 29 წელი გავიდა. ახლა შერონ სტოუნი 63 წლისაა, თუმცა ძველებურად მშვენიერ ფორმაშია. 2019 წელს იგი ბერლინის ერთ-ერთ საზეიმო ცერემონიაზე მიიწვიეს. შერონმა გადაწყვიტა სკანდალურად ცნობილი სურათის შეხსენება პუბლიკისთვის. სცენაზე "წლის ქალბატონი"-ის ნომინაციის ჯილდოსთვის ასულმა სკამი მოითხოვა და ფილმიდან დაკითხვის სცენის თავისი მგრძნობიარე პოზა გაიმეორა, რომელმაც მომენტალურად აქცია იგი სექს-სიმბოლოდ.

image

შერონმა გაიხსენა, რომ მისი ნებართვის გარეშე გადაღებული სექსუალური სცენა შემდეგ "გაატარეს" როგორც ხუმრობა, და ეს, მსახიობის აზრით, ქალისათვის უპატივცემულო მოპყრობის ერთ-ერთი კერძო შემთხვევა იყო. მან საღამოს ყველა სტუმარს ფეხების გადაჯვარედინება სთხოვა, ფილმის გმირისადმი სოლიდარობის ნიშნად. "ყველა ჩვენგანს აქვს უფლება სექსუალური თვითგამოხატვისა, და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. ჩვენ ღირსი ვართ პატივისცემის და სიყვარულის".

image
image





დაინტერესდით სხვა სტატიებითაც:






მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image


მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო


image


დემი მურის წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია?

image


რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image


უბერებელი შერონ სტოუნი 63 წლის გახდა. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image










0
1245
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0