x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
უბერებელი შერონ სტოუნი 63 წლის გახდა. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს
image

10 მარტს, ჰოლივუდის სექს-სიმბოლომ, შერონ სტოუნმა, თავის დაბადების 63-ე წელი აღნიშნა. რატომ არის ეს განუმეორებელი ქერა ლამაზმანი ყოველთვის ახალგაზრდა?

შერონ სტოუნი 90-იანების სექს-სიმბოლოა და სერიოზული მსახიობი, სტილის ხატი და ქველმოქმედი. კიდევ, ის ტრამპის წინააღმდეგ გამოდიოდა, სამი ბიჭუნა იშვილა, ჰოლივუდში ყველაზე მაღალი IQ აქვს და კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა ინსულტის დროს. ეს ყველამ იცის. გავიხსენოთ არაჩვეულებრივი შერონის შესახებ ნაკლებად ცნობილი ფაქტები.

ის, რომ მას ეფექტურად და ბუნებრივად პოზირება შეუძლია-დაბადებიდან მოჰყვება. როგორც დედამისი, დორითი იხსენებდა, მომავალმა სუპერვარსკვლავმა პოზირება დაახლოებით მაშინ დაიწყო, როცა პირველი სიტყვა წარმოთქვა. "შერონი გამუდმებით პოზირებდა! მე ფოტო გადაუღე მაშინ, როცა მან ეს-ესაა ფეხი აიდგა და სურათზე დიდი ადამიანივით მოიღერა ყელი". ახლა გვესმის, რატომ შეიძლება შერონ სტოუნის ხალხში ყოველ გამოსვლას მასტერ-კლასი უწოდოთ!

პირველი ცნობილი ადამიანი, ვინც 17 წლის სტოუნის უნიკალურობა შეამჩნია, იყო მუჰამედ ალი. ლეგენდარულმა მოკრივემ მბრწყინავი შერონი სილამაზის კონკურს, მის პენსილვანიაზე ნახა და მამამისს უთხრა: "თქვენ არ შეგიძლიათ დამალოთ ეს გოგონა. იგი ძალიან კაშკაშაა".

image

შერონმა მშობლებისგან მემკვიდრეობით ცხოვრებისეული წესების მთელი ნუსხა მიიღო და აითვისა კიდეც. ოჯახური აღზრდა დაეხმარა მას ცხოვრებისეულ გზას არ ასცდენოდა, განსაკუთრებით 70-იანი წლების ბოლოს, როცა ის ევროპაში და ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა. "ბევრი გოგონა, ვისთანაც ერთად მე ვიწყებდი, ნარკომანად იქცა და დაიღუპა."

image

image

image


image

სტოუნი ცდილობდა, თავისი მეორე მეუღლისთვის - გაზეთ San Francisco Chronicle-ს პასუხისმგებელი რედაქტორის, ფილ ბრონშტეინის სამაგალითო ცოლი ყოფილიყო. მას შეეძლო აუარებელი ფუნთუშა გამოეცხო, რედაქციაში მიეტანა და ყველა თანამშრომელს გამასპინძლებოდა. როცა ფილი საავადმყოფოში მოხვდა, მან ისწავლა გემრიელი, ვეგეტარიანული კერძების მომზადება და მეუღლესთან ერთად მიირთმევდა, რათა მხარი დაეჭირა მისთვის.

მეორე ქორწინების კრახის შემდეგ შერონმა შვება ბუდიზმში ჰპოვა. "მე რელიგიური ვარ. სხვების აზრით ზედმეტადაც კი. მე ნამდვილად მწამს ღმერთი და ვიცი, რომ ამიტომ მაქვს ყველაფერი წესრიგში, და მე წყნარად ვარ ".

შერონმა ზუსტად იცის, რა სჭირდება ადამიანს, როცა ის ცნობილი სახეა: "ყველაზე მეტად საჭიროა მეგობრები, რომლებსაც თქვენ იცნობდით, სანამ ცნობილი სახე გახდებოდით, და ადამიანები, რომლებსაც იმდენად უყვარხართ, რომ შესაფერის მომენტში გულახდილად გეტყვით, რომ ძალიან ცუდათ მოიქეცით."

თუმცა მსახიობმა თავისი საკუთარი სამსახიობო პროექტის, ისეთი როგორიცაა "სწრაფი და მკვდარი" და "აგენტი იქსი" პროდიუსერობა იტვირთა, მისი პროდიუსერული კომპანიის Chaos კულისებს მიღმა ნამუშევრების დიდი ნაწილი -ეს დოკუმენტური ფილმებია. ის და მისი პარტნიორები ამ მიმართულებით წავიდნენ, "რათა ესაუბრათ მნიშვნელოვანზე."

იმ მომენტიდან, რაც მისი უფროსი ვაჟი თინეიჯერი გახდა, შერონი ნაკლებად დადის პაემნებზე. "საჭიროა შევხვდე და სახლში მოვიყვანო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემი ვაჟიშვილებისთვის მაგალითი იქნებოდა."

image

ის არამარტო სპორტდარბაზის ფანატია, ყველაფრით არის დაკავებული! შეუძლია ჩაეწეროს ყველაზე უბრალო ტრენაჟორების დარბაზში და იაროს იქ რეგულარულად-თუ ხედავს, რომ იქ ადამიანები ნამდვილად ვარჯიშობენ. მისი შთაგონების გასაღები ვარჯიშის დროს მუსიკაა. "მე ვიკეთებ ყურსასმენებს და მივდივარ ამ შეგრძნებებში".

2015 წელს, მილანში, ბანკეტზე, სტოუნი მოულოდნელად სცენაზე ავიდა და იმპროვიზირებული აუქციონი მოაწყო. აუქციონიდან მიღებული თანხები 30 სკოლის მშენებლობას მოხმარდა.

image

ინსულტის შემდეგ, რომელიც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა, სტოუნმა თქვა: "მე დავკარგე ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი–ჯანმრთელობა და ქორწინება, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და გზა გავაგრძელე". მას ეს გამოუვიდა! შვილები აღმერთებენ, თაყვანისმცემლებიც, კარიერა წარმატებით გრძელდება. მას აღარ უწოდებენ "ქვის სტოუნს". გინდაც ქვა იყოს, წმინდა წყლის ბრილიანტია. ბრილიანტები კი არ ბერდებიან და ყოველთვის მოდაშია.

image

image





ასევე საინტერესო იქნება თქვენთვის:





ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image


ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image


ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


ყველაზე ლამაზი პარასკევა (ფილმიდან "სინიორ რობინზონი") 69 წლისაა

image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image


ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image


ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ

image







0
703
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0