x
ბულგარეთმა რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა
პერსონა ნონ გრანტად გამოცხადებულ ორ რუს დიპლომატს 72 საათი აქვს, რომ დატოვონ ბულგარეთი. ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ განაცხადა, წერს რია ნოვოსტი.

”პროკურატურისგან მივიღეთ წერილი, რომ ეს დიპლომატები ასრულებენ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელ საქმიანობას”, - თქვა მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ”ჯაშუშური სკანდალის” გამო გადაწყვიტა ორი რუსი დიპლომატის გაძევება.

ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ მანამდე დაიწყო გამოძიება რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფზე. გამოძიების დროს დადგინდა, რომ რუსები სავარაუდოდ ახორციელებდნენ დაურეგულირებელ სადაზვერვო საქმიანობას. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილები დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ ვენის კონვენციის შესაბამისად.


თავის მხრივ, რუსმა სენატორმა ვლადიმირ ჟაბაროვმა აღნიშნა, რომ დიპლომატების გაძევების შემთხვევაში, მოსკოვი სოფიას სარკისებურ პასუხს გასცემს.image

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0