x
-42 კილოგრამი 10 თვეში სპორტდარბაზის გარეშე
image

რამდენიმე წლის წინ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მკვიდრმა ჯაია ბელანმა გაიარა გამოკვლევა და გაარკვია, რომ მას აწუხებდა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, რის გამოც იგი ჭარბ წონას იმატებდა. შემდგომმა ტესტებმა ცხადყო, რომ მას ართრიტისა და დიაბეტის სიმპტომები ჰქონდა. ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშინებულმა ქალმა გადაწყვიტა ფორმაში ჩამდგარიყო. წონის დაკლებამდე 38 წლის ბელანი იწონიდა 117 კილოგრამს. მან არ იცოდა რით უნდა დაეწყო, ამიტომ YouTube- ზე მოძებნა სასარგებლო დიეტისა და ვარჯიშის ვიდეოები. წონის დასაკლებად მან სახლის პირობებში ჩსატარებელი ვარჯიშების კომპექსი შეარჩია. თავდაპირველად, იგი ვარჯიშს უთმობდა არაუმეტეს 15 წუთს, თუმცა შემდეგ თანდათან გაზარდა ვარჯიშების ხანგრძლივობა და ინტენსივობა.

გარდა ამისა, ბელანიმ შეამცირა საჭმლის პორციები. იმისათვის, რომ შიმშილი არ ეგრძნო, იგი მიირთმევდა კერძის ნახევარი, დანარჩენი კი ტოვებდა. საათნახევრის შემდეგ, როდესაც იგი კვლავ მშიერი იყო, დარჩენილ ნაწილს უბრუნდებოდა და ასრულებდ საკვებს . იგი ირწმუნება, რომ საკუთარ თავს შოკოლადის, ცომეულისა და სხვა შაქრის შემცველი საკვების მიღების უფლებას აძლევდა, მაგრამ ზომიერად.

”ვიკვებები ისე, როგორც ადრე უბრალოდ შემცირდა რაოდენობა“, - აღნიშნა ბელანმა. თუმცა, საუზმეზე მას მაინც მოუწია თავის საყვარელ საკვებზე უარის თქმა გამორიცხა პური და ფუნთუშები.


ბელანიმ აღნიშნა, რომ წონის დაკლების შემდეგ თავს უფრო ენერგიულად გრძნობს და ჯანმრთელობაც გაიუმჯობესა. კერძოდ, სისხლში გლუკოზის დონე დაირეგულირა. იგი მათ, ვისაც წონის დაკლება სურს, ურჩევს საკუთარი ხელებით მომზადებული საკვები მიიღონ, რადგან ამ შემთხვევაში ზუსტად გეცოდინებათ როგორ და რისგან მზადდება კერძი.

მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ 59 წლის ქალმა ათი თვის განმავლობაში ჯანში 42 კილოგრამი დაიკლო, დარბაზში სიარულის გარეშე. იგი თავისი გარდაქმნის მთავარ საიდუმლოს ადრეულ სადილებს უწოდებს.

1
31
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
31
  
2021, 23 მარტი, 16:24
მაგათთან ერტობა კარგი პურია, რაც არ უნდა შვამციროთ ცვენი პური, ისეთ გამაფიებლებს შეიცავს, მაინც გასუქებს :(
0 1 1