შოუბიზნესი სრული ფიასკო: კონფუზები, რომლებიც ვარსკვლავებს პირდაპირ სცენაზე შეემთხვათ 2021, 23 მარტი, 13:28
ტაბლოიდური ჟურნალების გვერდებზე, ალბომების გარეკანსა თუ რეკლამებში ვარსკვლავები ყოველთვის სრულყოფილად და თვალისმომჭრელად გამოიყურებიან, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე იდეალურად როდი არის. ზოგჯერ კონფუზები თქვენ წარმოიდგინეთ და, მათაც კი ემართებათ. წარმოგიდგენთ ცნობილ სელებრითებს, რომლებიც უხერხულ სიტუციაში პირდაპირ სცენაზე აღმოჩნდნენ.
ბრიტნი სპირსი
ფუმფულა ფორმები - ცუდი არ არის, მაგრამ არა მაშინ, როდესაც მომდგარი კოსტიუმი გაცვია. შუა კონცერტის დროს ბრიტნის სამოსი ზედ სხეულზე შემოერღვა, მართალია ერთ-ერთი მოცეკვავე შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ.
მადონა
"Brit Awards"- ის ცერემონიისთვის ლეგენდარულმა მომღერალმა ელეგანტური გრძელი ლაბადა შეარჩია. წარმოდგენის დროს, ერთ-ერთ მოცეკვავეს მისთვის ზემოაღნიშნული სამოსი ეფექტურად უნდა შემოეხსნა, მაგრამ მომღერალს ქამარი ისე მაგრად ჰქონდა შეკრული რომ პირველი მცდელობისგან არაფერი გამოვიდა, ამიტომ მეორეჯერ მთელი ძალით დაქაჩვის შედეგად მომღერალი პირდაპირ სცენაზე, უხერხულად წაიქცა. მოკლედ, ნომერი მაინც დაუვიწყარი გამოვიდა.
კრისტინა აგილერა
ყურადღება მიაქციეთ სოულის - მომღერლის ეტა ჯეიმსის საპატივცემულოდ გამართულ გამოსამშვიდობებელ საღამოზე, ცნობილი პოპ - მომღერლის, კრისტინა აგილერას გამოსვლისას მის ნახევრად დასვრილ ფეხებს.
აგილერამ მხოლოდ სიმღერის დროს შენიშნა რომ ფეხები რაღაც უცნაური სითხით ჰქონდა დასვრილი. მომღერალი ჭუჭყის მოშორებას ქურთუკის სახელოთი შეეცადა, თუმცა ამაოდ. ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ ეს ლოსიონი იყო თუ რაიმე სხვა.
ნიკი მინაჟი
ცნობილი რეპერი კონცერტების დროს სცენაზე ყოველთვის მეტისმეტი სითამამით გამოირჩევა, რაც მის ცეკვებსაც ეტყობა.
თუმცა, მსგავსი მოძრაობები მაყურებელში აღფრთოვანების ნაცვლად, მხოლოდ ღიმილს იწვევს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ რაკურსში ნიკის "მეხუთე წერტილი" მართლაც რომ ძალიან კომიკურად და არაბუნებრივად გამოიყურება. მეტიც, მომღერლის ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა ცნობილი ჰიპ- ჰოპ შემსრულებელი ყალბი დუნდულების "ტარებაში" ამხილა.
ჯასტინ ბიბერი
დიახ, დიახ, ამ ერთი შეხედვით, იდეალურ ბიჭს ერთხელ ისეთი კონფუზი შეემთხვევა, რომლის დავიწყებასაც ის ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე მეტად ისურვებდა.
კონცერტის დროს კანადელ პოპ - ვარსკვლავს პირდაპირ სცენაზე პირღებინება დაეწყო, თუმცა საბედნიეროდ, მან მაყურებლისგან მობრუნება დროულად შეძლო. ყველაზე სასაცილო კი მაინც ის იყო, რომ არავინ არაფერი შეიმჩნია, არც ფონოგრამა გაჩერებულა და არც რითმებს აყოლილ მოცეკვავეებს შეუწყვეტიათ რიტმული მოძრაობები.
ბიონსე
ვარსკვლავებს კონცერტებზე გამოსვლა ხშირად არც თუ კომფორტულ კოსტიუმებში უწევთ. სწორედ ერთი - ერთი ასეთი მორიგი შოუს დროს საკუთარ ჩაცმულობას კონტროლი ვერც ბიონსემ გაუწია და შეკრებილი საზოგადოების წინაშე მთელი თავისი "ღირსებებით" წარსდგა.
|