საზოგადოება გინდათ თქვენი მოზარდი შვილები ღირსეულ კაცებად (!) და ქალებად (!), ღირსეულ ქართველ ადამიანებად (!) ჩამოყალიბდნენ? 2021, 22 მარტი, 22:01 გინდათ თქვენი მოზარდი შვილები ღირსეულ კაცებად (!) და ქალებად (!), ღირსეულ ქართველ ადამიანებად (!) ჩამოყალიბდნენ?
ნოდარ დუმბაძის მოთხრობები წააკითხეთ
დაარწმუნეთ, რომ უსაზღვრო თავისუფლება დამღუპველია მათი მომავლისთის
ეკლესიაში სანთლის სწორად დანთება და „მამაო ჩვენო“ ასწავლეთ
აყურებინეთ ქართული ფილმები - „დათა თუთაშხია“ „ბაშიაჩუკი“ „მამლუქი“ და კიდევ უამრავი სხვა
დამსახურებულად შვილის ტრაკზე წამორტყმის არ მოგერიდოთ და არ შეგეშინდეთ, რომ თქვენი შვილი ვიგინდარა და მაწანწალა ქუჩის ძაღღლის დონეზე დასული არასამთავრობოების ტელეფონზე დარეკავს - მიშველეთ ჩემზე ძალადობენო!
ღმერთმა მოგცეთ და თუ არ გაქვთ, თქვენ მოიკელით და შვილების განათლებაში ჩადეთ ის ფული
ატარეთ მუზეუმებში
წელიწადში ერთხელ მაინც მიიყვანეთ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან და მოუყევით გმირების შესახებ
ატარეთ ქართველი მეომრების საძმო სასაფლაოებზე, მემორიალებთან და ხშირად მოუყევით ისტორიები ქართველ მეომრებზე
ხშირად მოასმენინეთ ქართული (!) პატრიოტული სიმღერები
ასწავლეთ რა არის ვალდებულება და პასუხისმგებლობა
ბიჭებს - ქალის პატივისცემა და სიყვარული ასწავლეთ, უთხარით რომ ქალს მოფრთხილება, მოფერება და დაცვა სჭირდება, ეს კი - თქვენი, ანუ დედის მაგალითზე!!
გოგონებს - მამაკაცების პატივისცემა ასწავლეთ, კაცის კაცობის ღირებულებები აუხსენით რაშია და თუ ამის საშუალებას გარემოება გაძლევთ - დეე მამები იყვნენ მაგალითნი
ყოველთვის იცოდეთ სად არის, ვისთან არის, როგორ არის... აკონტროლეთ, დიახ! აკონტროლეთ შვილები, ისე რომ მათ ეს ვერ დაინახონ!
წაიყვანეთ მთაწმინდის და დიდუბის პანთეონებში და ანახეთ დიდი ქართველების საფლავები, მოუყევით მათზე პატარა ისტორიები
რადაც არ უნდა დაგიჯდეთ - ეცადეთ მშიშარა ქართველებად არ გაიზარდონ, მაგრამ სიფრთხილე ასწავლეთ ამავდროულად!
შეაქეთ როცა შესაქებია, დატუქსეთ როცა დასატუქსია!
რითაც დავიწყე იმით დავამთავრებ - წააკითხეთ ნოდარ დუმბაძის ყველა (!) მოთხრობა მიმდევრობით
P.S. ამ ყველაფერს თუ თქვენს შვილებს ასწავლით, მათთვის ღირსეული მომავალი გარანტირებულია.... მხოლოდ, - ჯერ თქვენ უნდა გქონდეთ ეს ყველაფერი ნასწავლი და გავლილი!
P.P.S. ასე გამზარდა მე მამაჩემმა და ასე გავზარდე მე ჩემი შვილი... დღეს ასეა მომვალში რა იქნება არვიცი
პატივისცემით ბესო ჩუბინიძე
146 1-ს მოსწონს
|