ვარსკვლავები მოდელმა დაბადების დღეზე ჩაიცვა ისეთი ამოჭრილი კაბა,რა დროსაც მკერდი თითქმის მთლიანად შიშველი დარჩა 2021, 22 მარტი, 10:11 ამ ფორმით გეგმავდა წასვლას ანა მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც მთელი ყურადღება მასზე იქნებოდა მიპყრობილი. 21 წლის ავსტრალიელმა მოდელმა ანა პოლმა ინსტაგრამზე გამომწერებისგან უპირობო სიყვარული დაიმსახურა ლამაზი გარეგნობისა და მადისამღვრელი ფორმების გამო, რომელის დემონსტრირებასაც გოგონა ყოველთვის ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე ახდენს. ანა აქვეყნებს ფოტოებს საცურაო კოსტუმებსა და საცვლებში, თუმცა ჩვეულებრივი კოსტიუმებში გამოწყობილიც სითამამით არაფრით ჩამოუვარდება. მაგალითად, ავიღოთ მისი ბოლო ნიმუში - ელეგანტური კაბა, რომლითაც მოდელი მეგობრის დაბადების დღეზე წასვლას აპირებდა. ანა თავს იწონებს ახალი კაბით, რომელიც მშვენივრად არის მომჯდარი მის ფიგურაზე. ოქროსფერი ქსოვილი იდეალურად ეხამება გოგონას გარუჯულ კანს და ტალღისებურ მუქ თმას, რომელიც მხრებზეა ჩამოშლილი, ხოლო მთლიან სურათს ავსებს სადა სამაჯური საყურეებით, გოგონამ გადაწყვიტა, რომ კაბა იყო თავად აქსესუარი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ანას წელზე და თეძოებზე, რა დროსაც მკერდი თითქმის მთლიანად შიშველი ჩანს. თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, აღაფრთოვანდნენ გოგონას ამ იმიჯით, დაარწმუნეს ანა, რომ ამ ფორმაში ის ნამდვილად გახდებოდა საღამოს მთავარი ვარსკვლავი. თუმცა ზოგმა აღნიშნა, რომ არ ეყოფოდა გამბედაობა, რომ გოგონას იმიჯი გამეორებინა. ისინი შიშობდნენ, რომ კაბის ზედა ნაწილი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოცურებულიყო, რა დროსაც ზეიმი კატასტროფად იქცეოდა. 1275 7-ს მოსწონს
|