x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ებრაელები ძველ ეგვიპტეში არასდროს ყოფილან — ამტკიცებენ არქეოლოგები

ებრაელმა არქეოლოგმა და თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ზევ ჰერცოგმა (Ze’ev Herzog) განცხადებით: «მიღებული იქნა არქეოლოგიური მტკიცებულება, რომლიც ებრაელების ძველ ეგვიპტეში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს». ეს ნამდვილად რომ, შოკისმომგვრელი განცხადება იყო, რადგან აქ საუბარი მხოლოდ იმაზე კია არ არის, რომ ბიბლიური სასწაულები არასდროს მომხდარა, არამედ გამოდის, რომ ებრაელი ხალხის ისტორიის დიდი ნაწილი — ფიქციაა... და მეცნიერი არ ცრუობს! სინამდვილეში, ებრაელების ეგვიპტეში ყოფნის, ან მათი უდაბნოში მოგზაურობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, ეს ფაქტი არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ ისინი იქ მართლაც ყოფილიყვნენ.


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ისტორიკოსი ჰერცოგის აზრს არ იზიარებს. მათ პოზიციას კი ის ამყარებს, რომ არსებობს ჩანაწერები, ეგვიპტეში ქანაანელი მონების ყოფნის შესახებ და ასევე, ძვ. წ. აღრ. IV ს. არაებრაულ წყაროებში, მოსეს შესახებ ისტორიების სხვადასხვა ვერსიებია დაფიქსირებული.

imageთუმცა, მეორეს მხრივ, ებრაელი არქეოლოგები 70 წელზე მეტია, რაც გათხრებს აწარმოებენ ისრაელში და მეზობელ პალესტინაში, რომ კონკრეტული ფაქტებით დაუმტკიცონ მსოფლიოს, მათ შორის, ებრაელებსაც, ებრაელი ხალხის, როგორც ღვთის რჩეული ერის, ბიბლიური ისტორიის ნამდვილობის შესახებ. თუმცა, ზევ ჰერცოგი მათ დაუპირისპირდა და თითქმის საუკუნის მანძილზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგები გაასაჯაროვა.

ამრიგად, არქეოლოგიური გათხრების და კვლევის შედეგების მიხედვით, ებრაელი ხალხის ისტორიაში არ ყოფილა ბიბლიური პერიოდი, არ ყოფილა ეგვიპტიდან გამოსვლა და სინის უდაბნოში მათი 40 წლის მანძილზე მოგზაურობის პერიოდი...

მეცნიერება უკვე დიდი ხანია რაც ეჭვქვეშ აყენებს ძველ აღთქმას, როგორც ისტორიული დოკუმენტის ინტერპრეტაცია და ამ ფონზე, კიდევ ერთ სენსაციად, ასურეთის მეფის ასურბანიფალის (ძვ. წ. აღრ. 669 – დაახლოებით, 633 წწ.) ლურსმული დამწერლობის ბიბლიოთეკა გახდა, რომელშიც 30 000-მდე თიხის ფირფიტა არის დაცული.

imageამ ბიბლიოთეკაში ყველა ჩანაწერი ინახებოდა, რითაც მდიდარი იყო შუმერის და აქადის კულტურა. გარდა ამისა, იყო ისტორიული ტექსტები, კანონების კრებულები, სამედიცინო ცნობარები, მოგზაურების ჩანაწერები, ლექსიკონები და შუმერული სილაბური ნიშნების და გრამატიკული ფორმების ჩამონათვალი, იყო უცხო სიტყვების ლექსიკონებიც კი, რადგან ასურეთს დას. აზიის თითქმის ყველა ქვეყანასთან ჰქონდა კავშირი. მაგრამ, ბიბლიოთეკაში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ებრაელების მონობაზე და მოსეს (ძვ. წ. აღრ. XIV–XIII სს) მიერ, მათი ეგვიპტიდან გამოყვანაზე.

გარდა ამისა, ძველ აღქმაში დაფიქსირებული ათი უმთავრესი კანონი, რომელიც ბიბლიის მიხედვით, სინას მთაზე, მოსემ ღმერთისგან მიიღო და ებრაელ ხალხს გადასცა (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ, 19:10-25), ბაბილონის მეფის ხამურაბის (ძვ. წ. აღრ. 1792 – 1750 წწ.) კანონში, დაახლოებით, 200 წლით ადრე, უკვე ჩაწერილი იყო.

imageimageარხის სხვა სიახლეები: imageimageimage1. როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო — 13, 7 მლრდ. წელი ერთ სტატიაში

2. «ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო» – აცხადებენ მეცნიერები
3. სსრ კავშირი უცხოპლანეტელებმა დაშალეს?

4. მესამე სქესი, ღალატი, მდიდარი კურტიზანები... – როგორ ერთობოდნენ ძველად ინდოეთში

5. 10 ქვეყანა, რომლის რეალური სახელი საყოველთაოდ მიღებული სახელისგან განსხვავდება

6. პიროვნების კულტის დასასრულის დასაწყისი — ბრალდებები, რომელიც სტალინს წაუყენეს

1
775
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
775
  
2021, 24 მარტი, 18:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1