სხვა საქართველოში ხალხი უფრო ბედნიერი გახდა?-გამოქვეყნდა ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი 2021, 20 მარტი, 12:08 ფინეთი კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ყოველწლიურს რეიტინგს. 1921 წლის 19 მარტს გამოქვეყნებული World Happiness Report ახალი ანგარიშის თანახმად. ამჯერად, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მოხსენებაში ყურადღება გამახვილებული იყო COVID-19 -ით გამოწვეულ პანდემიაზე და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხზე. გასული წლის შედეგების თანახმად, ისლანდია და დანია ასევე მოხვდნენ ყველაზე ბედნიერ ქვეყნების სამეულში. მათ მოსდევს შვეიცარია, ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია და ახალი ზელანდია. ტოპ -10 ასრულებს ავსტრია. რაც შეეხება საქართველოს, უწინდელთან შედარებით საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა და ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში და 117-ე ადგილიდან 73-ზე გადაინაცვლა.როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2005–2008 და 2016–2018 წლებთან შედარებით ქვეყნის ბედნიერების დონე ახლა უფრო მაღალია. როგორც ცნობილია, 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. მოხსენებაში მთლიანად მსოფლიოს 149 ქვეყანაა მოცემული, რეიტინგში გათვალისწინებულია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რთულ სიტუაციებში სოციალური მხარდაჭერა, მთავრობისადმი ნდობა, სამოქალაქო თავისუფლება (ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების შეფასება, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება), მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე, რომელიც ქველმოქმედებაზე შემოწირულობების ოდენობების თვალსაზრისით ფასდება. ყველაზე უბედური ქვეყნები გამოდგნენ ტანზანია და ზიმბაბვე. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა ესტონეთმა(28).ამის გარდა საქართელოს კიდევ 8 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ასწრებს ბედნიერების ინექსით, ესენია: ლიეტუვა (29), ყირგიზეთი (33) ლატვია (34), ყაზახეთი (36), მოლდოვა (49), რუსეთი (60), ტაჯიკეთი (62) და უკრაინა (69). 133 4-ს მოსწონს
|