ამოცანები მხიარული თავსატეხები: აბა, გაიგეთ, რამდენი დრო დაგჭირდებათ სწორი პასუხებისათვის!! 2021, 20 მარტი, 0:16 სტატიაში წარმოგიდგენთ 2 თავსატეხს. ერთი გულისხმობს 3 სხვადასხვა ობიექტით: ცხენით, ჩექმითა და ნალით შედგენილი გამოსახულების სწორი მნიშვნელობის პოვნას, ხოლო მეორე გამოცანა - ფოტოზე თქვენ უნდა იპოვოთ კატა. თუ დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ მათთან გამკლავებას, მაშინ ქვემოთ მოცემულია მინიშნებები და სწორი პასუხები ახსნით. 1. თავსატეხი "ცხენი, ჩექმა და ნალი"
კითხვა: რას უდრის მე-4 გამოსახულების, "ჩექმა +ცხენი x ნალი"-ს მნიშვნელობა? 2.თავსატეხი "ფისო შეშის გროვაში"
თქვენ გევალებათ, ამ ფოტოზე, რაც შეიძლება, სწრაფად იპოვოთ ფისო. კარგი იქნება, დროს თუ მოინიშნავთ და დააფიქსირებთ, თუ რამდენი ხანი დაგჭირდათ ამოცანისათვის თავის გასართმევად.
მინიშნებები:
1. "ცხენი, ჩექმა და ნალი" - წინა 3 გამოსახულების საშუალებით, ჯერ გაიგეთ რა რიცხვი შეესაბამება 1 ჩექმას, 1 ცხენსა და 1 ნალს და შემდგომ სწორად შეასრულეთ არითმეტიკული მოქმედებები. 2. "ფისო შეშის გროვაში" - თავსატეხს შემთხვევით როდი ჰქვია ასე. ყურადღებით იყავით, ფისო თვითონაც შეშისფერია და ამიტომაც ოსტატურად იმალება, ინიღბება შეშის ნაჭრებში.
სწორი პასუხები და ახსნა 1. "ცხენი, ჩექმა და ნალი" - ა)გამოსახულება 1-დან ვიგებთ, რომ 3 ცხენი = 30; აქედან: 1 ცხენი = 30:3=10; ბ) გამოსახულება 2: 1 ცხენი + 1 წყვილი ნალი + 1 წყვილი ნალი = 18; აქედან: 2 წყვილი ნალი = 18-10= 8; 1 წყვილი ნალი = 4; გ) 1 წყვილი ნალი - 1 წყვილი ჩექმა = 2; აქედან: 4 - 1 წყვილი ჩექმა= 2; 1 წყვილი ჩექმა=2; დ)მე-4 გამოსახულებაში უნდა ვიპოვოთ მნიშვნელობა "1 ჩექმა + 1 ცხენი x 1 ნალი"- სა; ამისათვის საჭიროა, გამოსახულებაში ჩავწეროთ სწორი რიცხვები. მაშ, ასე, თუ 1 წყვილი ჩექმა = 2-ს, მაშინ 1 ცალი ჩექმა = 1; ვიცით, რომ 1 ცხენი =10; 1 წყვილი ნალი = 4-ს, ხოლო 1 ცალი ნალი = 2. შესაბამისად: 1 ჩექმა + 1 ცხენი x 1 ნალი = 1+ 2x10= 1+20=21. მაშ, ასე, სწორი პასუხია 21. 2. "ფისო შეშის გროვაში" ფისო რომ მარტივად გეპოვათ, ამისათვის "გასაღებს", კარგ მინიშნებას გაძლევთ თვით თავსატეხის სათაური "ფისო შეშის გროვაში", ანუ თქვენ თავიდანვე სწორ ადგილას უნდა დაუწყოთ ძებნა ამ საყვარელ არსებას. ავტომატურად უნდა გამოირიცხოს, რომ ფისო იქვე, სადმე მწვანე ფოთლებში თუ ბუჩქებში იმალება. იგი იმთავითვე უნდა ვეძებოთ დაჩეხილი შეშის ნაჭრებს შორის. აქვე ვხედავთ, რომ შეშის გროვაში თითქმის ერთი ფერი დომინირებს ყველგან. ამიტომაც ყურადღება უნდა მიაქციოთ შეშის სამივე რიგს, იქნებ, სადმე კატის სილუეტის მსგავსი რამ შენიშნოთ.
თუ ფოტოს კარგად დაათვალიერებთ, გულდასმით დააკვირდებით, არც ისე დიდი დრო დაგჭირდებათ შეშის მეორე (შუა) რიგში, ზემოდან მეორე წყებაზე წამოსკუპებული შეშისფერივე ცელქი ფისო შენიშნოთ. დიახ, შემოხაზული სილუეტი ნამდვილად ფისოს თავია, გამოკვეთილი ყურებითა და სახით. 86 შეფასება არ არის
|