იცით, რომ 1924 წელს დეტროიტში უბალო თოჯინას დასდეს ბრალი 3 ადამიანის მკვლელობაში?
თოჯინას ფრენკ ბაირონ უმცროსი ერქვა და ადამიანის სტანდარტულ მოდელს, წარმოადგენდა ვენტრილოქვისტისთვის. თოჯინა ეკუთვნოდა ე. წ. დიდებულ ლესტერს, ხოლო დიდებულს ტყუილად არც ეძახდნენ: სწორედ მაინ გამოიყენა ირველად მეთოდი, რომლის დროსაც წყლას სვამდა, თოჯინა კი თავისით რაღაც ისტორიას ყვებოდა.
ლესტერის შოუ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დარბაზები გადატენილი იყო ხალხით. ადამიანები სხვა ქალაქებიდანაც კი ჩადიოდნენ იმისათვის, რომ ლეგენდარული შოუ ენახათ.
ერთ-ერთი შოუს დროს ლესტერის კოლეგებმა ხუმრობით ჭიქასი წყლის ნაცვლად ვისკი ჩაუსხეს, თუმცა |შედეგი შოკისმომგვრელი იყო. ლესტერმა ვისკი დალია და არც შეიმჩნია, აი თოჯინამ კი ხველება და თავის ქნევა დაიწყო.
ლესტერის შოუ იმითაც იყო განთქმული, რომ ლესტერი ხშირად დარბაზში მაყურებლის რიგები დადიოდა ჩუმად, თოჯინა კი ანეგდოტებსა და სხვადასხვა ოხუნჯობებს ყვებოდა. ყოველი ხუმრობა დარბაზში ხალხის ხარხარს იწვევდა.
ერთ დღესაც მსგავსი შოუ სამი მაყურებელი ქალბატონის სიკვდილით დასრულდა. ისინი იმდენად ძლიერად იცინოდნენ, რომ გულის შეტევა დაემართათ და გარდაიცვალნენ.
ამ შემთხვევის შემდეგ პოლიციელები ადგილზე სწრაფადვე ივიდნენ და დარბაზში მაყურებლები დაკითხეს. ყოველი მათგანი ერთხმად ამბობდა, რომ დამნაშავე ფრენკია და არა ლესტერი, რადგან მხოლოდ თოჯინა ლაპარაკობდა. ამგვარად, თოჯინა სამმაგ მკვლელობაში დაადანაშაულეს და გაუშვეს, რადგან მისი დაკითხვა შეუძლებელი იყო.