სხვა ბოდიბილდერი ყაზახეთიდან "რეზინის მეუღლეს" გაეყარა და ახლა თოჯინა-ქათამთან აქვს რომანი(ვიდეო) 2021, 17 მარტი, 17:32 ბოდიბილდერმა ყაზახეთიდან იური ტოლოჩკომ განაცხადა, რომ იგი გაშორდა სილიკონის სექს-თოჯინა მარგოს. თუმცა, მამაკაცი დიდად "არ დატანჯულა"ამის გამო, რადგან ახლა მას ახალი გატაცება აქვს. "ნება მიბოძეთ გაგაცნოთ ჩემი ახალი ცოლი. მას ლოლა ჰქვია", - წერს ბლოგერი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე და აქცეყნებს ვიდეოს მამაკაცის თქმით, მის ამჟამინდელ რჩეულს ჯერ არ გადაუწყვეტია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის საკითხი. სექს თოჯინას ქალის თავი აქვს, ხოლო სხეული ქათამის. გარდა ამისა, იურიმ გადაწყვიტა ჰარამხანის გახსნა და ხელმომწერებს უთხრა, რომ მალე მათ სხვა სილიკონის ქალებსაც გააცნობს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში იური ტოლოჩკომ დაქორწინდა თავის "პრინცესაზე" - რეზინის სექსუალურ თოჯინა, სახელად მარგოზე. საქორწილო ცერემონიალი ყველა ტრადიციის შესაბამისად ჩატარდა - სტუმრებით, ბეჭდებითა და ცეკვებით. თუმცა, საზეიმო ღონისძიებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მარგო გასარემონტებლად ჩააბარა. ამის შემდეგ, ბოდიბილდერმა აღიარა, რომ მარგოს უღალატა. ცოტა ხნის წინ გამოცემა Life-სთან საუბარში, ფსიქიატრმა სერგეი ნურისლამოვმა განმარტა, თუ რა ფსიქოლოგიური გადახრები შეიძლება ჰქონდეს ბოდიბილდერს.მათ შორის ჩვეულებრივი ფეტიშიზმი და შიზოფრენია: -- ეს შეიძლება იყოს მსუბუქი აუტიზმის და სექსუალურ დისფუნქციის კომბინაცია. შესაძლოა, თვითიდენტიფიცირების ელემენტებითაც იტანჯება, ინფანტილიზმი რჩება - თოჯინებთან საკმარისად არ უთამაშია. ასაკთან ერთად თოჯინამ მიიღო სექსუალური თამაშის ფორმატი. ალბათ შიზოფრენიაცაა, - თქვა ნურისლამოვმა. 262 4-ს მოსწონს
|