ამოცანები თავსატეხი:რა რიცხვი უნდა იყოს ყვავილების გამოსახულებაში კითხვის ნიშნის ადგილას? 2021, 17 მარტი, 14:15 სტატიაში წარმოდგენილ მათემატიკურ თავსატეხში რიცხვების ფუნქციას ასრულებს 3 სხვადასხვა ყვავილი. თქვენ უბრალოდ სწორად უნდა გამოიანგარიშოთ, რა რიცხვი შეესაბამება თითოეულ ყვავილს, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დამალული მე-4 გამოსახულების პასუხი მიიღოთ. რა რიცხვი უნდა იყოს?-ს ადგილას?მარტივია? არ იჩქაროთ, თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ადვილია.. ამ, ერთი შეხედვით, მარტივ თავსატეხს ადამიანები მიჰყავს სასოწარკვეთილებამდე, რადგან უჭირთ სწორი პასუხის მიგნება. ადამიანთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ მე-4 გამოსახულებაში?-ის (კითხვის ნიშნის) ქვეშ იმალება რიცხვი 102, ან 110, სხვების აზრით კი - 25, ან 27. ამოხსნისას ყურადღება მიაქციეთ "დეტალებს".სწორი პასუხია 81.გამოიანგარიშება ასე:1. პირველი გამოსახულების მიხედვით, 3 ვარდი უდრის 60, ანუ თითო წითელ ვარდს შეესაბამება რიცხვი 20. 2.მეორე გამოსახულების მიხედვით, 1 წითელი ვარდი, ანუ 20 + 2 ია = 30-ს, ანუ გამოდის, რომ 2 ია (ლურჯი ყვავილი) 5-5 ფურცლით არის 30-20=10. 1 ია (ლურჯი ყვავილი)=10: 2= 5. 3.მესამე გამოსახულების მიხედვით, 1 ია (ოღონდ 5-ფურცლიანი და არა 4-ფურცლიანი) - 2 ნარცისი (ყვითელი ყვავილი) = 3-ს, ანუ 5-3=2. 2 ყვითელი ყვავილი არის 2. 1 ყვითელი ყვავილი = 2:2=1 ამდენად: 1 წითელი ვარდი = 20 1 ია (ლურჯი ყვავილი) = 5; ამასთანავე, იის 1 ფურცელს შეესაბამება რიცხვი 1, ანუ 1 ცალი 4-ფურცლიანი ია= 4- 1 ცალი 5-ფურცლიანი ია = 5(სწორედ იების ფურცლების ოდენობაა მთავარიდეტალი, რომელიც ხშირად ეშლებათ).ყვითელი ყვავილი =1 4. მე-4 გამოსახულება: 1 ნარცისი (ყვითელი ყვავილი) + 1 ვარდი (წითელი ყვავილი) + 1 ცალი 4-ფურცლიანი ია (ლურჯი ყვავილი) = 1+20 X 4 = 1+80=81
59 1-ს მოსწონს
|