ამოცანები თავსატეხი: აბა, თუ გამოიცნობთ, როდის აქვს შერილს დაბადების დღე? 2021, 17 მარტი, 13:32 დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ახალი ფსევდო სამეცნიერო ვირუსი, ლოგიკური თავსატეხი შერილის დაბადების დღის შესახებ, რომელიც უკავშირდება სინგაპურელი ტელეწამყვანის, კენეტ კონგის სახელს. თავსატეხი: ალბერტი და ბერნარდი ეცნობიან შერილს. ალბერტმა ჰკითხა მას: "როდის გაქვს დაბადების დღე?" შერილი წამით ჩაფიქრდა და მერე უპასუხა: " არ გეტყვი კონკრეტულ თარიღს, მაგრამ რამდენიმე მინიშნებას მოგცემ". მან ჩამოწერა 10 თარიღის სია: 15 მაისი - 16 მაისი - 19 მაისი 17 ივნისი - 18 ივნისი 14 ივლისი - 16 ივლისი 14 აგვისტო - 15 აგვისტო - 17 აგვისტო - "ერთ-ერთი ამ ათი თარიღიდან ჩემი დაბადების დღეა, -დაამატა შერილმა. შემდგომ თავი დახარა და ყურში უჩურჩულა ალბერტს თავისის დაბადების თვე, მხოლოდ თვე. ბერნარდის ყურში კი მხოლოდ რიცხვი და რიცხვი ტრიალებდა და ჰკითხა შერილმა მას: "შეგიძლიათ, დაასახელოთ დღე ისე, რომ ერთმანეთს არაფერი უთხრათ?" მაშინ ალბერტმა თქვა: - არ ვიცი, როდის არის შენი დაბადების დღე, მაგრამ ვიცი, რომ არც ბერნარდმა იცის. - თავიდან არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი, - უპასუხა ბერნარდმა. -მშვენიერია, ახლა მეც ვიცი, - წამოიყვირა ალბერტმა. კითხვა: როდის აქვს შერილს დაბადების დღე? თავიდან კენეტ კონგი აცხადებდა, რომ გამოცანა განკუთვნილი იყო სინგაპურის ხუთკლასედელებისათვის. მალევე იგი შეიტანეს საშუალო სკოლის უფროსკლასელთა მათემატიკური ოლიმპიადის კრებულში.
გირჩევთ, ღირს ტვინის ჭყლეტა და თავის ტეხა, ზარმაცებისათვის კი აი, გამოსავალი- ახსნა: ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ ბერნარდმა, რომელსაც შერილმა მხოლოდ რიცხვი უთხრა, იცის მისი დაბადების დღე. ამასთანავე, თუ კარგად დააკვირდებით, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ შერილმა მას ყურში უჩურჩულა მხოლოდ "19" (ასეთ შემთხვევაში პასუხი "19 მაისია"), ან 18 (მაშინ პასუხი "18 ივნისია"). მეორე მხრივ, მაშინ შერილს ალბერტისათვის უნდა დაესახელებინა მაისი, ან ივნისი, მაგრამ მაშინ ბერნარდს, ალბერტის აზრით, შესაძლებლობა ჰქონდა, თავიდანვე სცოდნოდა თარიღი. თუ შერილმა ალბერტს დაბადების თვედ მაისი, ან ივნისი უთხრა, მაშინ ბერნარდისათვის შეეძლო ეთქვა რიცხვი "19", ან "18". ამასთანავე, ალბერტი დაბეჯითებით ამბობს, რომ საჭირო თარიღი ორივემ არ იცის. აქედან შეიძლება, დავასკვნათ, რომ შერილი დაიბადა ივლისში, ან აგვისტოში. ეს არ შეიძლება, იყოს 14 რიცხვი, სხვაგვარად ბერნარდს არ შეეძლო, ამ ორ თვეს შორის არჩევანის შეჩერება. გვრჩება მხოლოდ 3 შესაძლებლობა: 16 ივლისი და 15, ან 17 აგვისტო. აქ ალბერტს უხარია: "ახლა მეც ვიცი!". ეს ბოლო ნაბიჯია: თუ შერილმა მას უთხრა აგვისტო, მასაც არ შეეძლებოდა არჩევანის გაკეთება ორ შესაძლებლობას შორის. რჩება მხოლოდ 16 ივლისი. როგორც ჩანს, შერილი ჰოროსკოპით კირჩხიბია და დაიბადა 16 ივლისს, რაც სულაც არ ხსნის გაცნობის მის უცნაურ მანერას. პასუხი: შერილი დაიბადა 16 ივლისს.
65 შეფასება არ არის
|