x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას“ - ალეკო ელისაშვილი
image


„ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად, “ - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი აცხადებს .

.

„მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს.


.

შეიძლება, დიდ ქვეყნებში იქაურ სპორტსმენებს ასეთი ბევრი დიდი წარმატება აქვთ, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად.

.

დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი მან ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა.

.

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მზად ვართ, დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

.

ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველა ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით.

.

მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის და მას და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ, “ - აღნიშნა ელისაშვილმა საპარლამენტო სესიის სხდომაზე.

.

ინფორმაციისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხებით დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა.

.

image

.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ და უპრეცედენტო გამარჯვებას და საზოგადოების აღფრთოვანებას გაკვირვებული ეხმიანება ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია. ის საზოგადოებას ახსენებს, რომ ბასილაშვილმა რა გამარჯვებაც არ უნდა მოიპოვოს, ის მაინც მოძალადედ რჩება. მასზე გამოწერილია შემაკავებელი ორდერი და მისი დამნაშავეობა უკვე სასამართლოთია დადასტურებული. ბაია პატარაიასვე შეფასებით, საქართველოში კაცებს არაფერი ესმით კაცობის!


"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული...
ეჰჰჰ... არაფერი ესმით კაცებს "კაცობისა" ამ ქვეყანაში.“ - წერს ბაია პატარაია.

.

ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დოჰას ტურნირზე გამარჯვებულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თავის "ფეისბუქის" გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
.

"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო?
.

პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში".

ამას გარდა, მან ანა აბაშიძის პოსტი გააზიარა: "ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას
შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით". - წერს პატარაია.
.
დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.კარიერაში ATP-ის ეგიდის მან მეოთხე ტურნირი მოიგო, რითაც 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.რაც შეეხება საპრიზო ფონდს-მისი რაოდენობა 1 153 560 დოლარია.
0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0