x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით, არადა შვილს სახლს ართმევს“
image

.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ და უპრეცედენტო გამარჯვებას და საზოგადოების აღფრთოვანებას გაკვირვებული ეხმიანება ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია. ის საზოგადოებას ახსენებს, რომ ბასილაშვილმა რა გამარჯვებაც არ უნდა მოიპოვოს, ის მაინც მოძალადედ რჩება. მასზე გამოწერილია შემაკავებელი ორდერი და მისი დამნაშავეობა უკვე სასამართლოთია დადასტურებული. ბაია პატარაიასვე შეფასებით, საქართველოში კაცებს არაფერი ესმით კაცობის!


"კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი.
ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული...
ეჰჰჰ... არაფერი ესმით კაცებს "კაცობისა" ამ ქვეყანაში.“ - წერს ბაია პატარაია.


.

ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დოჰას ტურნირზე გამარჯვებულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თავის "ფეისბუქის" გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
.

"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო?
.

პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში".

ამას გარდა, მან ანა აბაშიძის პოსტი გააზიარა: "ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას
შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით". - წერს პატარაია.
.
დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.კარიერაში ATP-ის ეგიდის მან მეოთხე ტურნირი მოიგო, რითაც 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.რაც შეეხება საპრიზო ფონდს-მისი რაოდენობა 1 153 560 დოლარია.
1
67
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
67
  
2021, 15 მარტი, 15:02
აი ეხლა ამ რაღაც არსებას რო მტელი ტავისი შეგნებით დაამხო ხოა ღირსი? როგორი უფლებების დამცველი ხარ როცა სხვის უფლებებს არღვევ??? ჩვეულებრივი გრანტიჭამია პარაზიტი ხარ ძალად ქალო ბაია!
0 1 1