x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ახალი თაობის 5 სამხედრო ხომალდი, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ

დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება მომავლის უძლიერეს სამხედრო ხომალდებზე, რომლებსაც ძალიან მალე ალბათ ცნობილ ჟურნალებსა და ტელევიზიებზე ვიხილავთ. დღეს კი ამ ხომალდებზე მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ...


image








USS Independence (LCS-2) - პირველ ადგილზე აშშ-ს საზღვაო ძალების უახლესი ხომალდია. 127 მეტრის სიგრძის გემს შეუძლია საათში 74 კილომეტრი განავითაროს. ხომალდი ახალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და აქვს უამრავი მახასიათებელი. საკმაოდ ფართე გემს შეუძლია 2 Seahawk ვერტმფრენის და უპილოტო საფრენი აპარატის ტრანსპორტირება. დასაწყისში ამ სამხედრო ხომალდის ფასი 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა დღეისთვის ეს თანხა საკმაოდ შეცვლილია და მისი ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 704-720 მილიონი დოლარია.


image








TCG Anadolu - ეს არის პირველი ავიამზდიდი თურქეთის ისტორიაში. ამ შთამბეჭდავ გემს აქვს როგორც თვითმფრინავის, ასევე სადესანტო ხომალდის მახასიათებლები. ვერტმფრენებს და სამხედრო თვითმფრინავებს ამ გემზე დაშვება შეუძლიათ. გარდა ამისა, TCG Anadolu ატარებს 4 მექანიზებულ, 2 საჰაერო ბალიშს და 2 პერსონალის სადესანტო მანქანას, ასევე თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს. გემის სიგრძე 231 მეტრი, ხოლო სიგანე 32 მეტრია. სრული დატვირთვა დაახლოებით 27 ათასი ტონა იქნება. TCG Anadolu- ს ასევე ექნება სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის ტევადობა მინიმუმ 30 საწოლისგან შედგება, მათ შორის საოპერაციო ოთახი, სტომატოლოგიური სამკურნალო განყოფილებები და ინტენსიური თერაპიის და ინფექციური ოთახები. ხომალდის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ბოლომდე გასაშვებად მზად იქნება. როგორც ცნობილია მისი ღირებულება 1 250 000 000 დოლარს შეადგენს.


image








USS Gerald R. Ford - ყველაზე ძვირადღირებული ავიამზიდი როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში. გიგანტური ავიამზიდის ამჟამინდელი ღირებულება 12 900 000 000 დოლარია. ახალი თაობის ავიამზიდი 100 ტონას იწონის და 350 მეტრის სიგრძისაა. ხომალდში განთავსებულია 75 სამხედრო ვერტმფრენი, რომელიც გასაფრენად ნებისმიერ დროს მზადაა, ასევე მძიმე ტყვიამფრქვევები და ქვემეხები. აღსანიშნავია ინოვაციური ელექტრომაგნიტური თვითმფრინავების ასაფრენი ბილიკები, რომელიც სისტემა EMALS -ის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ სისტემის საშუალებით გემიდან თვითმფრინავებისა და ვერთმფრენების აფრენა 45 წამში იქნება შესაძლებელი. ახალი თაობის ავიამზიდი მომავლის ტექნოლოგიებით სრულიადაა აღწურვილი, ხომალდი იყენებს ასევე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სარადარო სისტემას.


image







Amiral Nakhimov - 2022 წლიდან ამირალ ნახიმოვის სახელწოდების სამხედრო ხომალდი რუსულ საზღვაო ძალებს შეურთდება. როგორც ცნობილია, მძიმე ბირთვული სარაკეტო კრეისერი ადმირალი ნაჰიმოვი შეიძლება მასში აღჭურვილი თანამედროვე იარაღის წყალობით ყველაზე საშიში სამხედრო ხომალდი იყოს მთელ მსოფლიოში. ამირალი ნაჰიმოვი გამოირჩევა სარაკეტო თავდაცვის სისტემა S-400-ით, რომელიც თავსებადია დიდი რაოდენობით საკრუიზო რაკეტებთან და გემებთან, ასევე ახალი ელექტრონული საომარი სისტემებით, Kortik- Redut-ის საზენიტო სარაკეტო და საარტილერიო სისტემებით. ამ მონაცემით, ხსენებული ხომალდი ამერიკულ ჰარპუნზე ბევრად უფრო ძლიერი იქნება.



image







იზუმოს კლასის სამხედრო ხომალდი - ჩვენი სტატიის ბოლო ადგილზე იაპონური სამხედრო ხომალდია. იაპონელებს, რომლებსაც აკრძალული აქვთ ავიამზიდების დამზადება, თავს მხოლოდ და მხოლოდ იზუმოს კლასის სამხედრო ხომალდით იკმაყოფილებენ. ამ ხომალდიდან მხოლოდ ვერტმფრენების გაშვებაა შესაძლებელი. ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტოკიო პირველად შეძლებს ზღვაში სამხედრო ხომალდის გაშვებას. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ეჭვგარეშეა, რომ იაპონელები გემს უძლიერესი ტექნოლოგიებით დააკომპლექტებენ!


image

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<




"დიდი კაცის პროექტი" - ასე უწოდებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებულ კადაფის დაუჯერბელ პროექტს

image





კიბერ სახლი - თუ გაწუხებთ პოსტაპოკალიფტური მომავალი, ილონ მასკის კიბერ სახლის ყიდვა მოგიწევთ!

image





როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის?

image





15 გამორჩეული თვისება, რომელიც ძლიერი დედის შვილებს ახასიათებთ

image




როგორი იქნება 2021 წელი თხის რქებისთვის?

image






1
1473
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1473
  
2021, 23 აპრილი, 12:31
რუსები ფაფხურობენ, მაგრამ რეალურად სსრკ-ს დაშლის მერე არცერთი სერიოზული სამხედრო ხომალდი არ შეუქმნიათ.
0 1 1