x
image
ლანა92
ერბოკვერცხი ტკბილ და ფერად წიწაკებში, ყველით, ლორითა და ხახვით
image




3 ულუფა;

1 საათი;

საჭირო პროდუქტები:


ბულგარული წიწაკა - 3 ცალი (500 გრამი);

კვერცხი - 3 ცალი;

ლორი - 80 გრამი;

მაგარი ყველი - 40 გრამი;

ბოლქვი ხახვი - ნახევარი (30 გრამი);

ახალი, ქორფა ოხრახუში - 3-4 ტოტი;

მარილი - გემოვნებით;

დაფქული შავი წიწაკა - გემოვნებით;

მომზადება:

ბულგარულ წიწაკებს მოაჭერით თავი და ამოასუფთავეთ;

ბულგარულის მოჭრილი თავები დაჭერით წვრილ კუბიკებად და ცალკე გადადეთ;

ამოსუფთავებული ბულგარული წიწაკები ღუმელში შეწვით 200 გრადუს ტემპერატურაზე;

ყველი წვრილად დახეხეთ;

ლორი დაჭერით პატარა კუბებად;

ხახვი დაჭერით პატარა კუბებად, მწვანილი კი - წვრილად;

ჯამში გააერთიანეთ ბულგარული წიწაკის პატარა კუბები, ასევე, დახეხილი ყველი, ლორი, ხახვი და ოხრახუში;

მარილი მოაყარეთ და მოურიეთ გულსართის მასას;

ბულგარული წიწაკები ამოავსეთ ამ გულსართით ისე, რომ 2/3 ნაწილი წიწაკისა დაიკავოს. 20 წუთით დააბრუნეთ წიწაკები ღუმელში;

გამოიღეთ წიწაკები და თითოულში ნაზად ჩაატეხეთ თითო კვერცხი;

დააბრუნეთ წიწაკები ისევ ღუმელში 15-20 წუთით;

უჩვეულო ერბოკვერცხი ტკბილ წიწაკაში, ყველისა და ლორის გულსართით მზადაა. სურვილისამებრ, მოაყარეთ დაფქული შავი წიწაკა და მიიტანეთ სუფრასთან. ტკბილად მიირთვით!




0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0