კერძები ბოსტნეულისაგან ხრაშუნა ყველის კრეკერები - მიირთვით ჩაისთან, ყავასთან, ან ლუდთან ერთად გემრიელად! 2021, 28 მარტი, 21:36 5 ულუფა; დრო: 1 საათი 40 წუთი; საჭირო პროდუქტები: მაგარი ყველი - 100 გრამი; კარაქი (ოთახის ტემპერატურის) - 100 გრამი; კვერცხის გული - 1 ცალი; ფქვილი - 120-150 გრამი; მარილი - 1 მწიკვი; მომზადება: 1.ჩანგლით გააერთიანეთ (აურიეთ) დარბილებული კარაქი, კვერცხის გული, მარილი და წვრილად დახეხილი ყველი. 2.თანდათან ჩაუმატეთ ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. 1 საათით მასა შედეთ მაცივარში. 3. მაცივრიდან გამოტანილი ცომი, უფრო მოსახერხებელია, 2-დ გაყოთ. გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით სეგმენტებად (სამკუთხედებად). 4.დადეთ ყველის კრეკერები პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაზე.თითოეულ სამკუთხა კრეკერს გაუკეთეთ დეკორატიული ხვრელები, ანუ ჩანგლით დაჩხვლიტეთ ცომის ზედაპირი და გამოაცხვეთ ღუმელში, 180 გრადუსზე. 5. გემრიელად მიირთვით! 77 შეფასება არ არის
|