ისტორიული წიგნი და ხმალი 2012, 2 სექტემბერი, 18:48 თბილისი მაშინ მაჰმადიანებს ეპყრათ, როცა დავით აღმაშენებელს ერთი უცნაური ამბავი შეემთხვა. განჯიდან თბილისს დიდი ქარავანი მოადგა, ქარავანს მრავალი თურქი ახლდა. დავითმა თხუთმეტი რჩეული მსახური ნახირის გამოსადევნად ლოჭინს გააგზავნა, რათა თურქებს საქონელი არ მოეტაცებინათ. სამასი მეომარი ავჭალაშიც დააყენა. თვითონ კი, ერთადერთი ხმლის ამარა მარტოდმარტო გამობრუნდა. გზად ცხენიდან ჩამოხტა და წიგნის კითხვას შეუდგა. ისე გაერთო, რომ ნახირისა და თურქების ამბავი სულ გადაავიწყდა. მსახურებმა ნახირი გამოდევნეს. მაგრამ მათ ასამდე თურქი მოეწია და ბრძოლა გაიმართა. თურქებმა ქართველებს ცხენები დაუხოცეს. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ თხუთმეტი ქვეითი ას მხედარს როდემდე გაუძლებდა. დავითს ხმაური შემოესმა უცებ იაზრა, რაც მომხდარიყო. წიგნი დახურა, ხმას მიჰყვა. ავჭალის ღელესთან დაბანაკებულ სამას მეომარს აცნობებდა, მაგრამ ამასობაში თურქები მსახურებს დაუხოცავდნენ. დავითი მეომრებში არწივივით ჩაშრიალდა, თურქები კაკბებივით მიმოაბნია და უმალვე იმდენი თურქი მოჰკლა, რომ მსახურები მათ ცხენებზე ამხედრდნენ. მაშინ კი იმარჯვეს და მეფის მხარდამხარ თურქებს დაერივნენ. ხმალი ცემამ ისე დაღვრაჭნა, რომ დავითმა ქარქაშში ვეღარ ჩააგო. 313 22-ს მოსწონს |
მაგარი სტატიაა.
მარტივი ენა გაქვს, რაც ტექსტს ადვილად გასაგებსა და საინტერესოს ხდის.