x
image
ირინა მ.
"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image

ოქსფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა, ბრაიან საიქსმა, გამოიკვლია იეტის-"თოვლის კაცის" დნმ და აღმოაჩინა მსგავსება თეთრი დათვის დნმ-თან–წერს Daily Star.

ანალიზისთვის საიქსმა აიღო 30 წლის წინ ჰიმალაის მთებში მონადირის მიერ მოკლული არსების ფიტულის ბეწვი. შედეგი დაემთხვა თეთრი დათვის დნმ-ს, რომელიც 40 000 წლის წინ გადაშენდა. გენეტიკოსი ვარაუდობს, რომ იეტი-მურა დათვისა და თეთრი დათვის ჰიბრიდია, რომელიც მრავალი წლის წინ ჩრდილოეთ არქტიკიდან მოვიდა ჰიმალაებში. ამიტომ აქვს მას ამ სახეობის მსგავსი ცხოველის ქცევები.

ახლა პრიფესორს სურს მიიღოს "თოვლის კაცის" თმის ნიმუშები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა გამოიკვლიოს დნმ-ის რთული ტესტები და ამ მიმართულებით განაგრძოს კვლევა.

2019 წელს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელშიც მოცემულია თითქოს თოვლის კაცის თმისა და ბიოლოგიური ქსოვილების ანალიზის შედეგები. ნიმუშები 1976 წელს გაგზავნილ იქნა იეტზე მონადირის, პიტერ ბირნის მიერ. შედეგებმა კი აჩვენა, რომ ისინი ირემს ეკუთვნოდა.

თოვლის კაცს ეძახიან მსხვილ, ადამიანისმაგვარ არსებას თანამედროვე ფოლკლორიდან, რომელიც, როგორც თვლიან, ადამიანისთვის მიუდგომელ ტყიან და მთის მასივებში ბინადრობს. ვარაუდობენ, რომ იგი ჩვენს დრომდე მოღწეული ჰომინიდია, თუმცა მეცნიერები სკეპტიკურად არიან განწყობილი. კერძოდ, დაკვირვების ყველა შემთხვევას და შესაძლო ნაკვალევს, მისტიფიკაციით და შეცდომით ცხოველების ნაკვალევით ხსნიან.





ასევე დაგაინტერესებთ:



საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?


image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image



ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image



რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image



პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image



"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image









1
596
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
596
  
2021, 12 მარტი, 21:24
და ეგ დნმ საიდან აიღო? ლამის მთელი მსოფლიო ეძებს და ვერ პოულობენ და ამ ვიღაცამ უკვე დნმ-ის ტესტიც ჩაატარა თურმე )დდდდდდ
0 1 1