x
image
თამილა გურაშვილი
მწვანე სხივი: ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ბედნიერება მოაქვს
image



28 თებერვალს მაიკ კელი აკვირედბოდა მზის ჩასვლას წყნარ ოკეანეში კალიფორნიის რედვუდის ეროვნული პარკის დასავლეთით. მოულოდნელად, უჩვეულო მწვანე ფრაგმენტი გამოეყო მზეს. კელიმ ეს სურათი გადაიღო მანამ, სანამ ნათება არ გაქრა ტალღების მიღმა.





ამ ფენომენს მწვანე სხივს უწოდებენ. ტემპერატურის ინვერსიამ ოკეანის ზედაპირზე გაჭრა ხილული მზის დისკი ბლინის მსგავს ფენებად. კელიმ აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო იყო უეცრად გამქრალი სამი "ბლინის"გამწვანების ყურება.




image





წყნარი ოკეანე შესანიშნავი ადგილია ამ ფენომენის დასაკვირვებლად, ვინაიდან, სხივების გარდატეხა ხდება არაერთგვაროვან გარემოში ზღვის ჰაერში ხშირი ტემპერატურული ცვლილებების გამო.




მწვანე სხივი იშვიათ ატმოსფერულ ფენომენად ითვლება. არსებობს გადმოცემა, რომ მის დაკვირვებას ბედნიერება მოაქვს. ჟიულ ვერნს აქვს ამავე სახელწოდების რომანი, რომელიც დაფუძნებულია შოტლანდიურ ლეგენდაზე მწვანე სხივის შესახებ, რომელიც ბედნიერებას ანიჭებს მათ, ვინც ეს ნახა.

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0