x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მილიონერმა სასამართლოში უჩივლა საყვარელს,რადგან მოატყუა,რომ ფოტომოდელი იყო
image

59 წლის ამერიკელმა მილიონერმა სტივენ ჯეი კლუბეკმა არა მარტო მიატოვა თავისი 26 წლის საყვარელი სტეფანი გურზანსკი, არამედ სასამართლოშიც უჩივლა. ბიზნესმენმა გოგონას თაღლითი უწოდა და განაცხადა, რომ მან იგი დააჯერა, რომ ნამდვილი ფოტომოდელი იყო.


სინამდვილეში, განრისხებული სტივენი ირწმუნება, რომ გოგონა OnlyFans ვებსაიტზე გაყიდული შიშველი სურათებით შოულობდა ფულს. სავარაუდოდ, გოგონა მის მდიდრული სასახლეს, თვითმფრინავს და სხვა მდიდრულ ადგილებს, რაზეც წვდომა ჰქონდა, ფონად იყენებდა ფოტოებისთვის.

image


სტივენმა და სტეფანამ საერთო მეგობრის საშუალებით 2020 წლის ზაფხულში გაიცნეს ერთმანეთო. იმ პერიოდში მილიონერი თავის 22 წლის ცოლთან ახალი დაშორებული იყო და დიდად გაიტაცა ახალმა ლამაზმანმა.

მამაკაცმა განაცხადა, რომ მან გოგონა საჩუქრებით გაანებივრა, რისთვისაც მან დახარჯა 1.3 მილიონი დოლარი . უყიდა ძვირადღირებული სამკაულები, გადაუხადა წვეულებები, კერძო თვითმფინავებით მგზავრობები და უქირავა ფეშენებლური ბინები ბევერლი ჰილსის პრესტიჟულ მიდამოებში.

image

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ სტეფანმა იგი მოატყუა, შექმნა ყალბი ფეშენ ფოტოსესიები, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. იგი მიიჩნევს, რომ მისი საქციელი შეურაცხმყოფელია და აცხადებს, რომ იგი უპატივცემულოდ შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში. მაგალითად, იგი წელზემოთ შიშველი პოზირებდა თავზე იარმულკით თავისი შვილის "მცნების ძე“-ზე(შენიშვნა:წინადაცვეთის რიტუალი ებრაელებში)და ასევე შიშველი იღებდა ფოტოებს მის სასახლეში, როდესაც მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი და მოსამსახურეები სახლში იყვნენ, წერს Daily Star.

image

ამასთან, სტეფანი არ ჩქარობს დათანხმდეს ბრალდებას. გოგონას თქმით, მან თავად გაწყვიტა ურთიერთობა მილიონერთან, უარყო მისი წინადადება ქორწინებაზე.

მამაკაცს სურდა, რომ მის რჩეულს შეწყვიტა შიშველი ფოტოების გადაღება, მაგრამ მისთვის ასეთი პირობები მიუღებელი იყო.

"სტივენმა ნათლად მითხრა, რომ თუ მასთან არ დავბრუნდები, ის დამიწყებს დევნას და შეეცდება ჩემი ცხოვრება გაანადგუროს", - განაცხადა ინსტა-დივამ.

image

0
609
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0