სხვა დედა 5 წლის ტყუპებს საკუთარი სხეულით გადაეფარა და სიკვდილისგან იხსნა 2021, 10 მარტი, 12:13 ![]() 29 წლის ახალგაზრდა დედა მიჩიგანიდან საშინელ ავარიაში დაიღუპა მას შემდეგ, როდესაც ხუთი წლის ტყუპებს ზედ გადაეფარა. იმ უბედურ დღეს ჰილარი გალაზკა(Hillarie Galazka) შვილებთან ერთად, რომლების მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ ბრუნდებოდა სახლში- ლინკოლნ პარკში, დაახლოებით 23:55 წუთზე, მის Saturn Ion- ს დიდი სიჩქარით მომოავალი სხვა ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შემდეგ ბავშვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, რადგან ჰილარიმ მოასწრო და საკუთარი სხეულით გადაეფარა ბიჭებს, შედეგად თავად ჰილარი დაიღუპა. ![]() მთელი დარტყმის სიმძიმე ზუსტად გარდაცვლილ დედაზე მოვიდა და მხოლოდ ამის წყალობით ბიჭები გადარჩნენ. ![]() დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, რა დროსაც თვითმხილველებს მოატყუა, რომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურთან მივიდოდა დახმარების სათხოვნელად, თუმცა ის საავადმყოფოში დააკავეს. გამოძიება გრძელდება და პოლიცია ახლა სისხლის ანალიზის შედეგებს ელოდება. ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები აგროვებენ ფულს მისი დაკრძალვისთვის. ტყუპების ბიძამ თქვა, რომ მისი და, რომელსაც ასევე რვა წლის ვაჟი დარჩა, "იყო გულთბილი, ძლიერი და ლამაზი ქალი ". ![]() 101 7-ს მოსწონს
|