სხვა როგორ შეცვალა ნარკოტიკებმა გოგონას გარეგნობა 6 წელიწადში(ფოტო-ვიდეო) 2021, 8 მარტი, 12:19
სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, გოგონა ტეხასის ქალაქ ვიჩიტა ფოლსიდან სულ 18-ჯერ იყო დაპატიმრებული.
პოლიციამ გამოაქვეყნა გოგონას საშინელი ტრანსფორმაცია, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მათთან მუდმივად ხვდებოდა. 22 წლის რაილი ვაისის პირველი ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო. დღემდე, დღეისთვის მის ანგარიშზე უკვე 18 დაკავებაა, უკანასკნელად დააკავეს ავტომანქანის გატაცების და ნარკოტიკების შენახვის გამო. სასამართლო განხილვის დროს რაილი ციხეში ჩასვეს, იუწყება Daily Star. ფოტოებზე აშკარად ჩანს, თუ როგორ გადაიქცა ლამაზი გოგონა რაილი გამოუსწორებელ ნარკომანად, რომელიც ძნელად აღიქვამს რა ხდება მის გარშემო. მრავალჯერადი დაპატიმრებების შემდეგ ისეთი გარეგნული ცვლილებები შეიმჩნევა, რომ 6 წლის შემდეგ, ანუ 2021 წლისთვის გოგონას ცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია. მანამდე რაილი შვიდჯერ გაასამართლეს ნარკოტიკების გამო, ამის გარდა ხუთჯერ თავდასხმის გამო, მათ შორის არის ერთი ყაჩაღობა დამაძიმებელ გარემოებაში, ასევე ძარცვა, ქურდობა და სასჯელის თავიდან აცილება. მაგალითად, 2015 წელს, როდესაც რაილი 17 წლის იყო, იგი ცოლ-ქმარს გადაჭრილი თოფით დაემუქრა. იმ დღეს თინეიჯერმა რაილიმ წყვილს უთხრა, რომ მათგან ნარკოტიკს იყიდიდა. მან დაზარალებულებს სთხოვა, მისულიყვნენ მასთან სახლში.გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ საწოლის ქვემოდან იარაღი ამოიღო და პირდაპირ მათ მიუშვირა. 134 4-ს მოსწონს
|