სიახლეები რომელიც უფრო გემრიელად გვეჩვენება, მით უფრო ნაკლებია მასში ყავა - ვტესტავთ ერთჯერად ყავებს 2021, 6 მარტი, 17:06 ყავა ჩვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ყველა თავისი გემოს მიხედვით არჩევს მას, ზოგს მწარე უყვას, ზოგს შაქრითა და რძით, ზოგს ნალექიანი, ზოგს კიდევ უნალექო. თუმცა არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთჯერადი ყავა ერთხელ მაინც არ აქვს დალეული, უფრო მეტიც, შეიძლება ზოგისთვის სწორედ ის იყოს ყოველდღიური რუტინა. გადავწყვიტე, ერთჯერადი ყავები დამეტესტა და თქვენთვისაც მეჩვენებინა შედეგი. როგორია მისი შემადგნელობა, რეალურად განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ტექსტურა, შეესაბამება თუ არა შეფუთვაზე გამოსახული ყავა იმ ყავას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როცა ვასხამთ ადუღებულ წყალს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო გემრილეად გვეჩვენება ხნადი ყავა, მით უფრო არ არის მასში ყავის შემცველობა. ეს მერყეობს 3%-დან 18% პროცენტამდე, გარდა ნატურალური გრანულებიანი შეფუთვისა. დანარჩენი იხილეთ ქვემოთ: შენიშნვა: ჯაკობსი არანაირი უპირატესობით არ გამომირჩევნია. მაღაზიის თაროზე ყველაზე მეტი სახეობის სწერედ ამ ფირმის ერთჯერადი ყავა იყო, ამიტომაც შევარჩიე ის ტესტისთვის.![]() 1.JACOBS MONARCH - ხსნადი ყავა 100%მხოლოდ მარცლები, უბრალოდ ჯაკობსის ძლიერი გემო ნატურალური ხსნადი![]() 2. JACOBS ORIGINAL 3/1 - ხსნადი ყავა 10%![]() 3. JACOBS INTENSE 3/1- ხსნადი ყავა 15%შეიძლება ითქვას რძიანი, ყავის ცოტა მომწარო გემოთი![]() 4. JACOBS CAPPUCCINO 3/1 – ხსნადი ყავა 5, 9%ამ ყავებს შორის ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ქაფდება და გემოც კარგია... თუმცა როცა ანოტაცია წავიკითხე აღმოჩნდა, რომ ყავა ნაკლებად ეთქმის.![]() 5. JACOBS DYNAMIX 3/1 - ხსნადი ყავა 18%უფრო მეტად ყავის გემო, ვიდრე რძის, ან სხვა ინგრედიენტების![]() 6. JACOBS LATTE 3/1 - ხსნადი ყავა 6, 1%სადღაც შუაშია, ვერც ყავის გემოს ხვდები ვერც სხვა რამე განსაკუთრებულ გემოს, თან ისეთი ქაფითაც არაა, როგორც ეს შეფუთვაზეა მოცემული.![]() 7. JACOBS CARAMEL LATTE 3/1 - ხსნადი ყავა 3, 6%ნაკლები ყავის გემო, მეტი კარამელის და სიტკბოს გემო, ფაქტიურად ყავა საერთოდ არ არის.![]() 8. JACOBS MYSTERY 4/1 - ხსნადი ყავა 4%ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ველოდი. თითქოს იმის გემო აქვს, რაც ბოლოს ჭამე.![]() ➊ შაქარი ➋ გლუკოზის სიროფი ➌ ქოქოსის ზეთი ➍ სუფრის მარილი ➎ გემოს სტაბილიზატორები (E340ii, E452i) ➏ რძის ცილები ➐ ემულგატორები (E 471, E 481) ➑ შემკვრივების საწინააღმდეგო აგენტი (E 551) ➒ არომატიზატორები ➓ შეიცავს რძის პროდუქტს 9. JACOBS CARAMEL 3/1 - ხსნადი ყავა 12%კარამელის სასიამოვნო გემო და გრანულების წყალობით, ყავის გემოც საგრძნობია.![]() 10. JACOBS MONARCH 3/1 - ხსნადი ყავა 13, 3%მარცვლებით, უფრო მეტად ყავის გემოთი, ვიდრე იაკობს კარამელი.![]() 11. JACOBS HAZELNUT 3/1 - ხსნადი ყავა 12%მარცვლებით, თხილის გემოთი. ვისაც უყვარს თხილი - ცუდი არაა, თან ყავაც კარგად იგრძნობა. თითქოს ყავას თხილს აყოლებდე.![]() და ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველა ამ ხნად ყავას შაქრის დამატება არ სჭირდება, გარდა 100% ნატურალური ყავისა. ![]() ნახეთ სხვა ორიგინალი სტატიები
|
|