x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
კვლევის თანახმად COVID-19-ის ვაქცინა მამაკაცის ნაყოფიერებაზე არ მოქმედებს

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოყმანობს კორონას ვაქცინის მიღებაზე, და მიზეზებს შორის არის სოციალურ ქსელში გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ვაქცინამ შეიძლება ნაყოფიერებას ზიანი მიაყენოს, გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი მითია კოვიდ-19-თან დაკავშირებული.


image


სპერმის რაოდენობა და ხარისხი ჯანმრთელ ახალგაზრდა კაცებში არ დაცემულა Pfizer, ან Moderna-ს ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთშაბათს JAMA- ში.


როგორც მეცნიერები ამბობენ ეს დამაიმედებელი მონაცემებია, რაც მიგვანიშნებს, რომ სპერმატოზოიდების ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება COVID-19–ის ვაქცინირებისას.



ეს იყო მცირე კვლევა, რომელიც ჩატარდა ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცებზე. კვლევაში გამოიყენეს 25-დან 31 წლამდე 45 მამაკაცის სპერმის ნიმუშები, რომლებიც წინასწარ გამოიკვლიეს იმაში დასარწმუნელად, რომ მათ ნაყოფიერების პრობლემა არ ჰქონდათ.


”ჩვენ ვერ შევნიშნეთ სპერმატოზოიდების პარამეტრების ცვლილებები ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებში, რომლებმაც მიიღეს mRNA ვაქცინის ორივე დოზა”, - თქვა კვლევის ავტორმა დოქტორ რენჯით რამასამიმ, მაიამის ჯანმრთელობის სისტემის უნივერსიტეტის მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და ქირურგიის დირექტორმა.


გამოკვლევას არ შეუმოწმებია Johnson & Johnson, ან AstraZeneca ვაქცინები, რომლებიც არ ემყარება mRNA პლატფორმებს.


”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვაქცინების მუშაობის მექანიზმი საკმაოდ მსგავსია, მიუხედავად განსხვავებული გენეტიკური მასალისა, ამიტომ ბიოლოგიიდან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ სხვა ორი ვაქცინისგან განსხვავებული რამ უნდა არსებობდეს”, - თქვა რამასამიმ.



მეცნიერები მიიჩნევენ რომ სპერმაზე გავლენას ახდენს თვითონ ვირუსი და არა ვაქცინა.

მიუხედავა დადასტურებული შედეგისა მკლევარები მიიჩნევენ, რომ უფრო დიდი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო სხვადასხვა ასაკის მამაკაცებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ნაყოფიერებაზე გავლენას ახდენს ვირუსი და არა ვაქცინა.



image


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0