x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
აი რატომ ვერ ვშლით არათითს

თუ შეგიმჩნევიათ, ხელის სხვა თითებთან შედარებით არათითის გაშლა რთულია.


აი რატომ ვერ ვშლით არათითს


კოვიდის შემდეგ, ახლა, ყველაზე აქტუალური არჩევნებია და ვინც ტელევიზორს ჯერ კიდევ უყურებთ, აუცილებლად გექნებათ საარჩევნო კლიპები ნანახი. ცალკე თემაა ამ კლიპების გარჩევა, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილო მინდა ყურადღება, რაც თქვენი თვალისთვისაც დასამახსოვრებელი იქნებოდა.

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" კანდიდატები საარჩევნო კლიპში თითებზე ითვლიან გასაკეთებელ პუნქტებს, სადაც ჩანს, რომ არათითს ვერ შლიან :). მართალია, ამ თემის ინსპირაცია ეს კლიპი გახდა, თუმცა თქვენც რომ მოსინჯოთ ნახავთ როგორი რთულია არათითის გაშლა.




ამ დეტალზე ვანო ჯავახიშვილმაც ჰკითხა თავის შოუში "ძალა ერთობაშია" ერთ- ერთ კანდიდატს ნიკა მელიას.



რატომ ხდება ასე, რატომ ვერ ვშლით არათითს?

მარტივად რომ ავხსნათ ჩვენი თითების მოძრაობას აკონტროლებს მყესები და კუნთები. ხელის მტევანზე კი განლაგებულია რადიალური და ულნარული ნერვები, რაც მოქცეულია თავის მხრივ კუნთებსა და მყესებში.

რადიალური ნერვი




ულნარული ნერვი


რადიალური ნერვი გადის სამ თითზე და განტოტვილია შუა, საჩვენებელ და არათითზე, ულნარული ნერვი კი განთავსებულია ნეკა და არათითში.

რადიალური და ულნარული ნერვების ტოტებს შორის ურთიერთკავშირის სიახლოვე ხელს უშლის არათითის დამოუკიდებელ მოძრაობას. სწორედ ამიტომაა, რომ ვერ ვშლით კონკრეტულად ამ თითს.


ნერვების ურთიერთკავშირი


არათითი გაცილებით უკეთ მოძრაობს შუა და საჩვენებელ თითებთან.



მიუხედავად ამისა, ვარჯიშით ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად თუ ბავშვს თითებზე დათვლით ეთამაშებით და ასწავლით თვლას, ცოტა ხნის მერე აღმოაჩენთ, რომ უკეთ შეგიძლიათ არათითის გაშლა ვიდრე აქამდე????





0
224
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0