ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც მეორე ნახევრების ღალატში გამოიჭირეს.
ჰოლივუდში იშვიათია მყარი ურთიერთობების შექმნა. ხანგრძლივი მივლინებები, განსხვავებული გრაფიკები, ყველაფერი ეს წყვილებს ერთმანეთისგან აშორებს და ხშირად, საქმე ღალატამდეც მიდის:
ჰაიდი კლუმი და სილი- 2012 წელს სილმა ინტერვიუში ახსენა, რომ ჰაიდიმ მას დაცვის წევრთან უღალატა მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ.
ჰიუ გრანტი და ელიზაბეტ ჰერლი- 2000 წლის ნამდვილი სკანდალი იყო, როდესაც ჰიუ გრანტი მეძავთან ერთად საკუთარი ავტომობილის სალონში გამოიჭირეს ჟურნალისტებმა. იმ დროისთვის წყვილი ჯერ კიდევ ერთად იყო.
მორენა ბაკარინი და ოსტინ ჩიკი- დედპულის ვარსკვლავმა აღიარა, რომ სხვა მამაკაცისგან დაორსულდა, როდესაც ჯერ კიდევ ოსტინზე იყო დაქორწინებული8. მან რომანი გააბა სერიალის “გოთემის" გადაღებების დროს კოლეგასთან.
არნოლდ შვარცნეგერი და მარია შრაივერი-
შრაივერმა ქმრის ღალატის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ყოფილმა მოახლემ უთხრა, რომ მისი ქმრისგან შვილი ჰყავდა.
კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი- ბინდის საგას ვარსკვლავებს თაყვანისმცემლების არმია ჰყავდათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტიუარტი პატინსონს უღალატებდა, მით უმეტეს კი შედარებით უფროს, ცოლიან მამაკაცთან.
ჯუდ ლოუ და სიენა მილერი- 2004 წელს ლოუმ სიენას ძიძასთან უღალატა, რომელიც მის 3 შვილს უვლიდა პირველი ქორწინებიდან.
ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი- თინეიჯერების კერპების ურთიერთობა სიურპრიზებით იყო სავსე, ისინი ხან შორდებოდნენ, ხან ისევ ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობის დროს კი ბიბერს ბევრჯერ უღალატია გომესისთვის. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ სელენასთან ყოფნის დროს ბიბერმა პატარა რომანი გააბა კენდალ ჯენერთან, შემდეგ კაილი ჯენერთან და ყველაზე უფროს დასთან, კორტნი კარდაშიანთანაც კი.
ჯეკ ნიკოლსონი და ანჟელიკა ჰიუსტონი- წყვილი ერთმანეთს 17 წლის განმავლობაში ხვდებოდა, 1973 წლიდან. როგორც ნიკოლსონმა დაწერა თავის მემუარებში, მთელი ამ დროის განმავლობაში ქალს გამუდმებით ღალატობდა.
სანდრა ბულოკი და ჯესი ჯეიმსი- მამაკაცი სანდრას მთელი ქორწინების განმავლობაში ღალატობდა.
ვუდი ალენი და მია ფეროუ- ჰოლივუდის სკანალებიდან და ღალატიდან ეს ალბათ ყველაზე ცნობილი შემთხვევაა. ვუდი ალენმა ხომ ურთიერთობა მათ აყვანილ შვილთან დაიწყო, მოგვიანებით კი ცოლადაც მოიყვანა.
ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი- როგორც ჩანს ქალები უნდა უფრთხილდნენ ძიძების შემოშვებას სახლში. აფლეკმაც სწორედ ძიძასთან გააბა რომანი.
ეშტონ კუტჩერი და დემი მური- მათი ოჯახი სწორედ კუტჩერის ღალატის გამო დაინგრა.
ევა ლონგორია და ტონი პარკერი- კალათბურთელმა მსახიობს თავისი თანაგუნდელის ცოლთან უღალატა.
იტან ჰოუკი და უმა თურმანი- წყვილი 2 წელი იყო დაქორწინებული. განქორწინების შემდეგ კი ჰოუკი მათ ძიძაზე დაქორწინდა. გამოიცანით რა გახდა განორწინების მიზეზი?
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი- ყველასთვის ცნობილია, რომ პიტმა ენისტონს ანჯელინა ჯოლისთან უღალატა.