x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შავ ბაზარზე კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა საშუალოდ 500 დოლარი ღირს
image

ინტერნეტში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც დაპატენტებული ასევ ჯერ კიდევ დაუპატენტებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა, ასევე COVID-19 უარყოფითი ტესტი მთუმცა არავითარი გარანტია არ არსებიბს არალეგალური შესყიდვების ხარისხზე და თანაც ფასიც თითქმის ასჯერ აღემატება ოფიციალურს.


კასპერსკის ლაბორატორიის ინფორმაციით, ჩრდილოვან საიტებზე გამოჩნდა განცხადებები სხვადასხვა წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაყიდვის შესახებ. 1 ამპულის ფასი(დოზა)საშუალოდ 500 დოლარია.


ყველაზე ხშირად, გამყიდველები დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ დაპატენტებული კორონავირუსის სამ ტიპს - Pfizer / BioNTech, AstraZeneca და Moderna-ს. ასევე იყიდება ჯერჯერობით დაუპატენტებელი ვაქცინებიც. პრეპარატის მიხედვით, ფასი $ 250 – დან $ 1300 დოლარამდე მერყეობს.



image

თითოეული წამლისს ზუსტი ოფიციალური ფასი არ არსებობს, რადგან მწარმოებლები, ჩვეულებრივ, ვაქცინებს ბითუმად ყიდულობენ. მაგალითად, ევროკავშირმა 300 მილიონი დოზა ვაქცინა იყიდა Pfizer/BioNTech– ისგან, რა დროსაც თითო ამპულაში დაახლოებით 18 დოლარი გადაიხადა. Bloomberg -მა Moderna– სგან ვაქცინის დოზა შეაფასა 32-37 დოლარად, AstraZeneca კი- 4-5 დოლარად. Sputnik V დოზის გასაყიდი ფასი კი არაუმეტეს 10 დოლარია.


ვაქცინების შეთავაზებები შავ ბაზარზე ჩვეულებრივ მოდის გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. გამყიდველები პოტენციურ მყიდველთან კომუნიკაციას ამჯობინებენ დაცულ მესენჯერებში, შეტყობინებების წაშლის ფუნქციით. ისინი გადახდას ძირითად ბიტკოინებში ითხოვენ.

ვაქცინების გარდა, Darknet საიტები გთავაზობენ როგორც ვაქცინაციის ყალბ სერთიფიკატებს, ასევე უარყოფითი ტესტები კორონავირუსზე. ვაქცინაციის ევროპული სერთიფიკატი დაახლოებით 20-25 დოლარი ღირს. ყალბი უარყოფითი ტესტი კი 40-60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

0
27
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0